ვიქტორია ბექჰემი საშობაო  ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის თოვლის კაცის ფორმაშია გამომწყობილი

„საშობაო წამზომი ჩაირთო, შობამდე მხოლოდ ერთი კვირა რჩება“ – წერს ვიქტორია ბექჰემი ინსტაგრამზე.
ვიქტორია ბექჰემი კატარის ეროვნული მუზეუმის გახსნის ცერემონიაზე. დოჰა, 2019 წლის 27 მარტი. ფოტო: კარიმ ჯაფარი
ვიქტორია ბექჰემი კატარის ეროვნული მუზეუმის გახსნის ცერემონიაზე. დოჰა, 2019 წლის 27 მარტი. ფოტო: კარიმ ჯაფარი

ვიქტორია ბექჰემმა ბავშვობაში, თოვლის კაცის ფორმაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

„შემომხედეთ, საშობაო წამზომი ჩაირთო, შობამდე სულ რაღაც ერთი კვირა რჩება.“ – წერს ინსტაგრამზე Spice Girls-ის ვარსკვლავი და დიზაინერი.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ფოტოში თაყვანისმცემელებმა ვიქტორიას – ოცი წლის ვაჟ რომეოსთან მსგავსება აღნიშნეს. ვიქტორიას დევიდ ბექჰემთან ოთხი შვილი ჰყავს: ბრუკლინი, რომეო, კრუზი და ჰარპერი.

დევიდ ბექჰემი სულ ახლახან, Watch What Happens Live-ს სტუმრობდა. კითხვაზე თუ რომელია მისი საყვარელი კარაოკე სიმღერა, ფეხბურთელმა თავდაპირველად Spice Girls-ის სიმღერა Spice Up Your Life დაასახელა, შემდეგ კი Stop, რომელიც მისი თქმით „ცეკვის საოცარ რიტმს გაძლევს და ქარიშხალივით თავბრუს გახვევს. 

ნახეთ ვიქტორია ბექჰემის ბავშვობის ფოტო თოვლის კაცის კოსტიუმში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„რა არის შენი ჭეშმარიტი განზრახვა?“ – დიონ უორვიკი ილონ მასკს მიმართავს და მასთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს

შემდეგი სტატია

Coldplay ლტოლვილთა დასახმარებლად ფანებს  საქველმოქმედო პოპ-აპ მაღაზიაში იწვევს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი