Პირს მორგანის ტვიტერი გატეხეს და ედ შირანზე შეურაცხმყოფელი პოსტები დაწერეს

ამ ეტაპზე პოსტები წაშლილია.

როგორც ჩანს, პირს მორგანის ტვიტერის ანგარიში გატეხეს და მიზანში ამოიღეს  ედ შირანი, დედოფალი ელისაბედი და სხვები.

ამ დროისთვის უკვე წაშლილ ტვიტებში ჰაკერი ედ შირანსა და გაერთიანებული სამეფოს დედოფალს შეურაცხმყოფლად მოიხსენიებდა. მან პირს მორგანის გვერდის მთავარი ფოტოც შეცვალა.

„პირს მორგანის ანგარიში გატეხეს. არსებობს მისი უკან დაბრუნების რაიმე შანსი?” – დაიწერა მორგანის თოქ-შოუს ოფიციალურ გვერდზე. პოსტზე ილონ მასკი დათაგეს.

თავად ედ შირანი ამ ამბით ნაკლებად აღელვებული ჩანდა. მუსიკოსი ტვიტერის მომხმარებელი არ არის. მის ოფიციალურ გვერდს მისი გუნდი მართავს. Შირანის ცხოვრებაში კი უფრო მნიშვნელოვანი ამბები ხდება. დეკემბრის დასაწყისში მომღერალმა ბილეთების გაყიდვის რეკორდი დაამყარა. 2022 წლის მუსიკალურ ღონისძიებებს შორის ყველაზე მეტი ბილეთი სწორედ მის კონცერტებზე გაიყიდა.

ნახეთ პირს მორგანის პოსტი, რომელიც მისი შოუს გვერდზე გავრცელდა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დოლი პარტონი 56-წლიანი ქორწინების საიდუმლოს აზიარებს: „იუმორის გრძნობა“

შემდეგი სტატია

ჯენიფერ ლოპესმა ახალი სიმღერის სიმბოლურ მნიშვნელობაზე ისაუბრა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის ძვირფასეულობის გატაცების საქმეში ეჭვმიტანილი სასამართლოზე პასუხისმგებლობის აღებას გეგმავს

სასამართლო პროცესი 2016 წლის ძარცვას ეხება. განხილვა 28 აპრილს პარიზში დაიწყება.
მეტი

„ტიკტოკის” თქმით, ტრამპის განცხადების შემდეგ ის აშშ-ის მომხმარებლებისთვის სერვისების აღდგენას ცდილობს

„გუგლმა” და „ეფლმა”, ფედერალური აკრძალვის თანახმად, აპლიკაცია უკვე ამოიღეს ციფრული მარკეტებიდან.
მეტი
Ariana Grande on 'Sentimental Men Podcast. Courtesy Photo

არიანა გრანდეს თქმით, ფილმ Wicked-ში გლინდას როლის მოპოვებისთვის მხოლოდ სუპერვარსკვლავობა საკმარისი არ იყო

მომღერალი ემოციურად იხსენებს კრისტინ ჩენოვეთის სიტყვებს გლინდას როლის შესახებ
მეტი