ორი ლეგენდა ერთმანეთთან თანამშრომლობისთვის გაერთიანდა. დიონ ვორვიკმა ინტერვიუში გაამხილა, რომ დოლი პარტონთან ერთად დუეტის ჩაწერას გეგმავს. „მან სიმღერა გამომიგზავნა, რომელიც უნდოდა, რომ მე ჩამეწერა. მეც დავთანხმდი,” – იხსენებს ვორვიკი, თუ როგორ დაიწყო მათი თანამშრომლობა. „ისეთი საყვარელია. კარგად ვიცნობ მას. Შემდეგ კი კიდევ ერთი სიმღერა გამომიგზავნა, რომელიც უკვე დუეტი იქნება.”
ვორვიკმა აღნიშნა, რომ სიმღერა სახელწოდებით Peace Like a River გოსფელია და ის პარტონმა დაწერა. „Წლების განმავლობაში ძალიან ბევრი დუეტი ჩამიწერია, მაგრამ ეს განსაკუთრებული იქნება” – თქვა მომღერალმა.
ვორვიკმა, რომელიც ცნობილია, როგორც ტვიტერის არაოფიციალური დედოფალი, თავის ცნობილ ტვიტებზეც ისაუბრა. მაგალითად, პოსტზე – „პიტ დევიდსონთან შემდეგში მე მექნება რომანი” – ვორვიკმა გაიცინა და თქვა: „ყველა მას ხვდება და რატომაც არა?”
ამასობაში კი CNN-ზე მომღერლის დოკუმენტური ფილმის Dionne Warwick: Don’t Make Me Over პრემიერა შედგა. ფილმი მომღერლის ცხოვრებასა და კარიერაზეა. ქუინსი ჯონსი, ალიშა ქისი, სნუფ დოგი და ბილ კლინტონი კი მათ შორის არიან, ვინც ფილმში ვორვიკზე თავიანთი პერსპექტივიდან ჰყვებიან.