ჰეილი ბიბერს მაისურზე „ნეპო ბავშვი” აწერია

მოდელის ჰოლივუდური ფესვები მისი ცნობილი მამისა და ბიძისგან მოდის.
ჰეილი ბიბერი “ნეპო ბავშვის” მაისურით
Rachpoot/Bauer-Griffin/GC Images

ბოლო რამდენიმე კვირაა ტერმინმა „ნეპო ბავშვი” (Nepo Baby) მთელი ჰოლივუდი შეიპყრო. ახლა კი ჰეილი ბიბერის მაისურზეც გამოჩნდა.

Მოდელი პაპარაციმ დააფიქსირა, როდესაც ქუჩაში ჯინსის შარვლითა და თეთრი მაისურით მოძრაობდა, რომელსაც შავად ეწერა „ნეპო ბავშვი”.

დღეს ფანების უმრავლესობა ჰეილი ბიბერს იცნობს, როგორც ჯასტინ ბიბერის მეუღლეს. თუმცა მისი ნამდვილი გვარი არანაკლებ ცნობილია ჰოლივუდში. ჰეილის მამა მსახიობი სტივენ ბოლდუინია. ბიძა კი – ალეკ ბოლდუინი. 

ნოემბერში ჰეილიმ წერტილი დაუსვა ჭორებს ფეხმძიმობაზე და გაამხილა, რომ სინამდვილეში საკვერცხეზე დიდი ზომის კისტა ჰქონდა. „ეს ძალიან მტკივნეული და უსიამოვნოა.” – წერდა მოდელი ინსტაგრამზე. 

2022 წლის დასაწყისში კი მოდელმა მისი და ჯასტინ ბიბერის ადრეულ ურთიერთობაზე ისაუბრა. Მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბიბერს იმ დროს არ ხვდებოდა, როდესაც მას რომანი სელენა გომესთან ჰქონდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

QUEMMEKH – ქართული მუსიკალური სცენის „არტ-სინდიკატი“

შემდეგი სტატია

კორტნი ლავი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, 2019 წლის 6 თებერვალი. - ფოტო: ნიკოლას ჰანტი.

კორტნი ლავის თქმით, ბრედ პიტმა ის გაწირა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიტნი სპირსი და ჯასტინ ტიმბერლეიკი 2000 წელი, ნიუ-იორკში MTV-ს მუსიკალური დაჯილდოება. ფოტო: დეივ ჰოგანი

ბრიტნი სპირსის მემუარებიდან ირკვევა, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკთან ურთიერთობის დროს, ბრიტნიმ აბორტი გაიკეთა

„ჩემთვის ეს არ იყო ტრაგედია“ - წერს ბრიტნი ავტობიოგრაფიულ წიგნში, მოულოდნელი ორსულობის შესახებ.
მეტი
რასელ ბრანდი, 2014 წლის 6 ოქტომბერი, ლონდონი, ფოტო: მაიკლ მარსლენდი

ინგლისელი მსახიობი რასელ ბრანდი ბრიტანულ გამოცემებში გამოქვეყნებულ ბრალდებას სექსუალური ძალადობის შესახებ უარყოფს

კომიკოსმა და ინფლუენსერმა ბრალდების საპასუხოდ ვიდეო გამოაქვეყნა
მეტი

შოვში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო Black Sea Arena-მ  Nile Rodgers & Chic-ისა და FKJ-ის კონცერტები გააუქმა

Starring Georgia კამპანიის ფარგლებში 5-6 აგვისტოს დაგეგმილი კონცერტები რაჭაში დატრიალებული სტიქიური უბედურების გამო გაუქმდა.
მეტი
ბილი აილიში 2023 წლის Met Gala-ზე. ნიუ-იორკი. ფოტო: კრისტოფერ პოლკი

ბილი აილიში კონცერტის დროს არტისტების მისამართით საგნების სროლის ფაქტებს ეხმიანება

კონცერტების დროს თაყვანისმცემლების მხრიდან საგნების სროლის შემაშფოთებელი ტენდენცია გრძელდება.
მეტი