ნიკ ჯონასი კელი კლარკსონის შოუს ესტუმრა, სადაც ისაუბრა, თუ როგორია ახალბედა მამის ცხოვრება. პარალელურად ძმების ტრიოს გეგმებიც გაამხილა.
30 წლის ჯონასს პრიანკა ჩოპრასთან ერთი წლის ქალიშვილი ჰყავს. კელი კლარკსონმა ახალბედა მამას ჰკითხა, რამდენად მზადაა მუსიკალური კარიერისა და მამობის ერთმანეთთან შესათავსებლად. რაზეც მუსიკოსმა უპასუხა: „წელს ტურნე გვექნება. ამ ყველაფრის დასალაგებლად ალბათ შენი რჩევა დამჭირდება. კევინს და ჯოს სულ ჰყავდათ ბავშვები. მე – არა.”
ნიკმა ისიც გაამხილა, რომ მათი ახალი ალბომი უკვე მზადაა. „აღტაცებული ვართ ამ ამბით. ახლა ზუსტად კამპანიის დაგეგმვის პროცესში ვართ.”
კელი კლარკსონმა კი Jonas Brothers ასე შეაფასა: „ის, რაც თქვენს ბენდში ასევე მიყვარს, ისაა, რომ ყველანი ცალ-ცალკეც მიყვარხართ. მიყვარდა თქვენი სოლო პროექტებიც. ეს შესანიშნავია. მაგრამ ასევე ძალიან მყარად დგახართ, როგორც ერთნი და ეს საოცარია. ასეთი რაღაც ხშირად არ ხდება.”
ნახეთ ინტერვიუ