არიანა გრანდემ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიღებულ კრიტიკას უპასუხა. არიანა ბროდვეის მიუზიკლის Wicked-ს ადაპტირებულ ფილმში მონაწილეობს. პოპ ვარსკვლავი გლინდას პერსონაჟითაა დაკავებული და დროის დიდ ნაწილს მას უთმობს. ეს კი, გულშემატკივრების განაწყენებას იწვევს.
ზოგიერთი გულშემატკივრის თქმით, არიანა გრანდე ფილმებში მონაწილეობით იმდენად არის დაკავებული, რომ სიმღერისთვის დრო არ რჩება.
თუმცა პარასკევს, მომღერალმა TikTok ვიდეო გააზიარა, სადაც დაამტკიცა, რომ ეს ასე არ არის.
ვიდეოში ვარდისფერ ნაქსოვ სვიტერში გამოწყობილი არიანა გრანდა სიმღერის “Somewhere Over the Rainbow”-ს აკაპელას საოცრად ასრულებს.
„მინდოდა რაღაც მემღერა თქვენთვის, რაც საკმაოდ ნაცნობია.” დაწერა ვიდეოს აღწერაში არიანა გრანდემ.
წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ რაც 2021 წლის ნოემბერში გრანდემ ფილმში მონაწილეობა დააანონსა, სადაც გლინდას როლს Wicked-ის ადაპტაციაში ითამაშებდა.
მაისში არიანა გრანდემ თაყვანისმცემლებს ამცნო რომ ის ჯერჯერობით ახალ ალბომზე მუშაობას არ აპირებდა და მთელი მისი რესურსი ფილმის გადაღებებისკენ იქნებოდა მიმართული. „ჩემი ყოველი ნაწილი, წუთი, ყოველი გულისცემა, დრო, სულ ყველაფერი რაც შემიძლია ჩავრთო – ამ ფილმისკენ იქნება მიმართული. მთელ ჩემ დროს გლინდასთან ვატარებ” – თქვა პოპ-ვარსკვლავმა.
Ნახეთ არიანა გრანდეს TikTok ვიდეო:
@arianagrande wanted to sing you a little something but don’t want to sing anything that is not “Ozian” at the moment 🙂 keeping to my little bubble for now … done with lots of love.
♬ original sound – arianagrande