კრის მარტინის და გვინეტ პელტროუს ქალიშვილი ეფლ მარტინი პარიზის მოდის კვირეულზე გამოჩნდა

ეფლი Chanel-ის ჩვენებას ოფიციალურად მიწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდა.

პარიზის მოდის კვირეულზე ეფლ მარტინის დებიუტი შედგა. მარტინის და პელტროუს ქალიშვილი Chanel-ის ოტ კუტიურ კოლექციის წარდგენას ოფიციალურად მიწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდა.

18 წლის ეფლს შანელისათვის დამახასიათებელი დიზაინის ელეგანტური ორეული ეცვა და ასევე მოდის სახლის ჩანთა ეკავა. შოუს მსვლელობისას, ეფლი  ფილმ Bohemian Rhapsody-ის მსახიობ ლიუსი ბოინტონისა და Stranger Things-ის ვარსკვლავ სეიდი სინკის გვერდით იჯდა.

ეფლ მარტინს 18 წელი 2022 წელს შეუსრულდა. გვინეტ პელტროუ ამ თარიღს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა:„18 წელი. დილიდან სიტყვებს ვერ ვპოულობ” – წერდა პელტროუ –  „ვამაყობ, რომ ასეთ ქალად იქეცი. შენ ყველაფერი ხარ, რაზეც ოდესმე შემეძლო მეოცნება და ამაზე მეტიც. სიამაყე არ არის საკმარისი სიტყვა, ჩემი გული სავსეა გრძნობებით, რომლებსაც სიტყვებით ვერ აღვწერ. შენ არაჩვეულებრივი ხარ. დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ძვირფასო გოგონა. იმედი მაქვს იცი, რამდენად განსაკუთრებული ხარ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჰარი სტაილსი, 2021 წლის 14 მარტს, ლოს ანჯელესში, 63-ე გრემის დაჯილდოებაზე ფოტო: კევინ უინთერი

ჰარი სტაილს კონცერტის დროს შარვალი შემოეხა

შემდეგი სტატია

კეტი პერი ბილი აილიშთან მუშაობის შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას დიდ შეცდომას უწოდებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი