პოლიციის მიერ მისი უსაფრთხოების შემოწმების შემდეგ ბრიტნი სპირსი ამბობს, რომ „ცოცხალია და კარგად არის”

„შოკირებული ვარ. ინსტაგრამი დავხურე და ფანებმა ისე ინერვიულეს, რომ სახლში პოლიცია გამომიგზავნეს” – წერს ვარსკვლავი ტვიტერზე.
ბრიტნი სპირსი
VALERIE MACON/AFP via Getty Images

ბრიტნი სპირსმა პოლიციის მიერ მის შემოწმებაზე ისაუბრა და ახსნა, თუ რატომ გააუქმა ინსტაგრამის ანგარიში. 

„დიახ, ეს მე ვარ… ცოცხალი ვარ და კარგად ვარ, –  დაწერა მომღერალმა ტვიტერზე და ფიტნეს დარბაზში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. 

„Მე გავაუქმე ჩემი ინსტაგრამი , რადგან ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ვინც ამბობდა, რომ იდიოტივით ვცეკვავ და გიჟს ვგავარ. Სიმართლე რომ ვთქვა, მე ჩემს მაქსიმუმს ვცდილობ, მაგრამ შემაწუხა იმან, რომ ადამიანები ამას განიხილავენ ტელევიზორში. ეს ჩემს გრძნობებზე მოქმედებს,” – დაწერა ბრიტნიმ პოსტის კომენტარში.  

„შოკირებული ვარ. ინსტაგრამი დავხურე და ფანებმა ისე ინერვიულეს, რომ სახლში პოლიცია გამომიგზავნეს. Ძალიან მიყვარს ჩემი ფანები, მაგრამ ისინი, ვინც ეს გააკეთა, არ არიან ნამდვილი გულშემატკივრები. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ეს ყველაფერი იმისთვის იყო, რომ მე ცუდად გამოვჩენილიყავი.”

კიდევ ერთ კომენტარში ბრიტნი წერს: „ამჯერად ვთქვი: ძალიან გთხოვთ, მომშორდით. ცოცხალი ვარ, კარგად ვარ, ჯანმრთელად ვარ და მზად ვარ ახალი დღე დავიწყო.”

Მანამდე კი სპირსმა კომენტარი პოლიციის ინციდენტზე გააკეთა: „ძალიან მიყვარს ჩემი ფანები, მაგრამ ამჯერად ძალიან შორს წავიდნენ. ჩემი პრივატულობა დაირღვა.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

2023 წლის Billboard Women in Music Awards-ის ცერემონიაზე ლანა დელ რეი, კიმ პეტრასი,  TWICE, ბეკი ჯი და სხვა ქალი არტისტები დაჯილდოვდებიან

შემდეგი სტატია

Coldplay ახალ ალბომზე – Moon Music-ზე მუშაობას ასრულებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი