ახალგაზრდა მუსიკოსის და კომპოზიტორის, ნიკა თხელიძის ახალი EP – In the Arms of Morpheus

„მთელი EP სიზმრების სამყაროში მოგზაურობის ისტორიაა… მოგზაურობა სიზმრის დაწყებიდან გაღვიძებამდე.“

ახალგაზრდა მუსიკოსმა და კომპოზიტორმა ნიკა თხელიძემ ემბიენთი, სინემატიკური EP – სახელწოდებით In the Arms of Morpheus გამოუშვა, რომელიც ქართულმა მუსიკალურმა კომპანია Bloom Music-მა გაავრცელა.

EP ოთხ ტრეკს აერთიანებს, რომელიც ბერძნული მითოლოგიის სიზმრის ღმერთის მორფევსის ინსპირაციით შეიქმნა.

თუ ვინმე ამ EP-ს მოუსმენს  შეუძლია საკუთარი დასკვნები გამოიტანოს და თავისებურად აღიქვას. თავად ამ EP-ის სახელწოდება  In the Arms of Morpheus და ტრეკების სათაურიც  ბერძნულ მითოლოგიასთან არის კავშირში. კერძოდ მორფეუსთან სიზმრების ღმერთთან. პირადი მიზეზების გამო გადავწყვიტე ამ თემაზე შემექნა კომპოზიციები. 

ბოლო პერიოდში საკუთარ თავს გადამხდარი გარკვეული მოვლენების გამო, ჩემს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას დიდი ზიანი მიადგა და საკუთარ სიზმრებში თუ ფიქრებში დაკარგვას დავეჩვიე, ერთი სიტყვით მორფეუსის სამყაროში დავიკარგე. ზუსტად ამას ეხმიანება მოცემული EP-ის შინაარსი და ტექსტიც: It is a man’s fate to be forgotten, and it is in man’s nature to forget himself in his dreams.  Აღსანიშნავია ისიც, რომ ალბომის ქავერი ხელოვნური ინტელექტის საშუალებით არის შექმნილი და სხვა არტისტის ნამუშევარი გამოყენებული არ არის. მთელი EP სიზმრების სამყაროში მოგზაურობის ისტორიაა და ამიტომაც კონკრეტულ ტრეკს ვერ გამოვარჩევ. 

ეს არის ისტორიები და მოგზაურობა სიზმრის დაწყებიდან გაღვიძებამდე.“ – მუსიკოსი ნიკა თხელიძე

მოუსმინეთ ნიკა თხელიძის EP-ს Deezer-ზე:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტრენტ რეზნორი და ატიკუს როსი დევიდ ფინჩერის ახალ ფილმს, სახელწოდებით The Killer მუსიკალურად გააფორმებენ

შემდეგი სტატია

Smashing Pumpkins-ის მუსიკალური ფესტივალი The World Is A Vampire

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი