ჰარი სტაილსისა და ლიზოს თბილი შეხვედრა 2023 წლის გრემიზე: ნახეთ ფოტოები

ორივე მუსიკოსი ერთმანეთის გამარჯვებას ზეიმობდა.
ჰარი სტაილსი და ლიზო 2023 წლის გრემის დაჯილდოებაზე
Kevin Mazur/GI for The Recording Academy

უცნობია, ლიზოს სიმღერა I Love You Bitch ჰარი სტაილსზეა თუ არა დაწერილი, მაგრამ თავისუფლად შეიძლება, რომ ასე იყოს. ორი ვარსკვლავი – ორივე წლევანდელი გრემის გამარჯვებული – ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები არიან, რაც დაჯილდოების ცერემონიაზეც დაადასტურეს. 

ფოტოგრაფებმა დააფიქსირეს, თუ როგორ ჩაეხუტნენ მეგობრები, როცა ერთმანეთი დაინახეს. მიუხედავად იმისა, რომ სტაილსი და ლიზო რამდენიმე ნომინაციაში მეტოქეები იყვნენ, ისინი ერთმანეთის გამარჯვებას მთელი გულით ზეიმობდნენ. 

Როდესაც ლიზო წლის ჩანაწერის ნომინაციის გამარჯვებულად დასახელდა, კადრში ჩანს, თუ როგორი ბედნიერი უკრავს ტაშს ჰარი სტაილსი. ხოლო როცა წლის ალბომის ჯილდო სტაილსს გადაეცა, სცენაზე მიმავალ მეგობარს ლიზო ტელეფონით ვიდეოს უღებდა. სტაილსი კი მასთან მივიდა და ჩაეხუტა. წლის ალბომის გამოვლენამდე ლიზომ ტვიტერში მისი და ჰარის სელფებიც გამოაქვეყნა. 

ჰარი Სტაილსი და ლიზო 2020 წლიდან მეგობრობენ. თუმცა მანამდე ერთმანეთის შემოქმედების გულშემატკივრები იყვნენ. 

ნახეთ სტაილსისა და ლიზოს გამარჯვების ვიდეოები:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„უკრაინის თვე“ –  მულტიფუნქციური სივრცე  „ფაბრიკა“  უკრაინელი არტისტების მხარდასაჭერად ღონისძიებების სერიას იწყებს

შემდეგი სტატია

მადონა ეიჯიზმსა და მიზოგინიას უწოდებს იმ უარყოფით გამოხმაურებას, რაც მის გრემიზე გამოჩენას მოჰყვა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი