ახალ ანიმაციურ სერიალში მეთიუ მაკკონაჰი ელვის პრესლის ახმოვანებს: ნახეთ პირველი ტრეილერი

Agent Elvis – ასე ჰქვია ანიმაციას და მისი პრემიერა სტრიმინგ სერვის Netflix-ზე მარტში შედგება.

სტრიმინგ სერვის Netflix-ზე  ანიმაციური სერიალი გამოვა, რომლის მთავარი გმირი ელვის პრესლი იქნება. ლეგენდარული მომღერლის პერსონაჟს ოსკაროსანი მსახიობი მეთიუ მაკკონაჰი ახმოვანებს. ანიმაციის თანაავტორი და აღმასრულებელი პროდიუსერი ელვის პრესლის ცოლი, პრისცილა პრესლია.

აღსანიშნავია, რომ დაანონსებული პროექტი ბიოგრაფიული ნამუშევარი არ არის – ეს სათავგადასავლო ანიმაციაა, რომელშიც ელვის პრესლის პერსონა ინტერპრეტირებული სახით არის წარმოჩენილი. ანიმაციურ სერიალში, სახელწოდებით Agent Elvis, ელვისის გმირი ჯაშუშია. სიუჟეტის მიხედვით, მთავარი პერსონაჟი ვარსკვლავური კარიერისა და შენიღბული აგენტის საქმიანობის ერთმანეთთან შეთავსებას ცდილობს. ანიმაციის პრემიერა 2023 წლის მარტში შედგება.

როგორც  Netflix-ის მიერ გამოქვეყნებულ მოკლე აღწერილობაში ვკითხულობთ, ელვის პრესლი საიდუმლო სამთავრობო პროგრამაში მონაწილეობს და ცდილობს, ქვეყანა მოსალოდნელი საფრთხისაგან გადაარჩინოს. „ეს ყველაფერი კი მაშინ ხდება, როცა ის როკ-ენ-როლის მეფის სტატუსით, თავის ყოველდღიურ საქმეს აკეთებს“ – აღნიშნულია ანოტაციაში. 

პრისცილა პრესლისთან ერთად, სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი თავად მეთიუ მაკკონაჰია. აღნიშნულ პროექტზე Netflix-მა კინოსტუდია Sony Pictures-თან ერთად იმუშავა. 

ნახეთ Agent Elvis-ის ტრეილერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბარბარა სტრეიზანდი - 2018 წლის 10 ივნისი. ფოტო: ჯეისონ მერიტი.

ბარბარა სტრეიზანდის მემუარების My Name Is Barbra-ს გამოსვლის თარიღი ცნობილია

შემდეგი სტატია

Depeche Mode-მა ახალი სინგლი და ვიდეო გააზიარა

შეიძლება დაგაინტერესოთ

A$AP ROCKY-ს თქმით, დედობის შემდეგ რიანა ძალიან შეიცვალა,  თუმცა მას ყოველთვის ჯადოსნური მომხიბვლელობა ჰქონდა

W Magazine-ის ახალ ნომერში რიანასთან დაკავშირებული ისტორიები მერაია კერიმ და SZA-მაც გაიხსენეს.
მეტი
Drake- Till Death Do Us Part რეპ-ბათლის დროს, 2021 წლის 30 ოქტომბერი, ლონგ-ბიჩში, კალიფორნია. Amy Sussman/Getty Images

Drake-ის ალბომი Iceman ოფიციალურად მალე გამოვა –  ნახეთ რელიზის თარიღი

სტრიმერმა Kishka-მ ტორონტოში Iceman-ის ინსტალაციის თავზე განთავსებული ჟურნალი აღმოაჩინა, სადაც პროექტის გამოსვლის თარიღი იყო მითითებული.
მეტი

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი