Guns N’ Roses 2023 წლის ტურნეს თარიღებს აანონსებს

ბენდი ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში დაუკრავს.
Guns’N Roses 1987 წელს Paul Natkin/WireImage

Guns N’ Roses-მა 2023 წლის ტურნე დააანონსა. ვეტერანი როკერები ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ფესტივალებზე, სტადიონებსა და არენებზე დაუკრავენ.

გლობალური ტურნე სტარტს 5 ივნისს თელ-ავივში აიღებს. შემდეგ გაგრძელდება მადრიდში, კოპენჰაგენში, ლონდონში, პარიზსა და ათენში. 5 აგვისტოს კი ჩრდილოეთ ამერიკაში გადაინაცვლებს. მონრეალის, ბოსტონის, ჩიკაგოს, ნეშვილის, ტორონტოსა და სხვა ქალაქების შემდეგ ტურნე 16 ოქტომბერს ვანკუვერში დასრულდება.  

მიუხედავად იმისა, რომ ბენდს ამ ეტაპზე ახალი მუსიკის გამოცემა არ დაუანონსებია, გავრცელებულ თიზერში ისინი მსმენელს ჰპირდებიან, რომ მალე ახალ ამბებსა და სიურპრიზებს გაამხელენ. 

ნოემბერში  Guns N’ Roses-მა 1991 წელს გამოცემული Use Your Illusion-ის 2 ალბომისა და მანამდე გამოუქვეყნებელი 63 კომპოზიციისა და ვიდეოების ნაკრები გამოუშვა.  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მაილი საირუსის Flowers მეოთხე კვირაა Billboard-ის გლობალური ჩარტების ლიდერია

შემდეგი სტატია

Daft Punk ალბომის Random Access Memories საიუბილეო გამოცემას აანონსებს, რომელშიც 9 ახალი კომპოზიცია შევა

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი