რიანამ შვილის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა

„ჩემი ვაჟი, როდესაც მან გაიგო, რომ თავისი და/ძმა ოსკარის ცერემონიაზე მიდის და თვითონ – არა“

რიანამ შვილის ფოტოები გააზიარა. პოპ ვარსკვლავმა გამოქვეყნებულ კადრებს აღწერაც დაურთო, რომელშც 2023 წლის ოსკარის ცერემონიაზე მონაწილეობას შეეხო. „ჩემი ვაჟი, როდესაც მან გაიგო,  რომ თავისი და/ძმა ოსკარის ცერემონიაზე მიდის და თვითონ – არა“ – იხუმრა რიანამ ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში. 

აღსანიშნავია, რომ რიანა A$AP Rocky-ისგან მეორე ბავშვს ელოდება. მომღერალმა ორსულობა Super Bowl-ის ტაიმებს შორის გამართულ მუსიკალურ შოუზე გაამჟღავნა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რიანა 2023 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე აუდიტრიის წინაშე წარდგება და კომპოზიციას, სახელწოდებით Lift Me Up შეასრულებს. აღნიშნული კომპოზიცია Black Panther: Wakanda Forever-ის საუნდტრეკია. სიმღერა სპეციალურად ამ ფილმისათვის დაიწერა და მისი თანაავტორი რიანაა. Lift Me Up ამერიკის კინოაკადემიამ ფილმის ორიგინალური სიმღერის ნომინაციაში წარადგინა.

რიანას პირველი შვილი 2022 წლის მაისში შეეძიბა. ვარსკვლავმა  თავისი ვაჟის ფოტო პირველად თებერვალში გაასაჯაროვა, როცა Vogue-ის ყდის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. 

ნახეთ რიანას მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული ფოტოები:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯენიფერ ლოპესი - ლოს-ანჯელესში, 2023 წლის 18 იანვარი. ფოტო: აქსელ ბაუერ-გრიფინი

ბილბორდის ღონისძიება „ქალები მუსიკაში“ ჯენიფერ ლოპესი –  კიმ პეტრას გამარჯვებას ულოცავს

შემდეგი სტატია

ადამ ლევინი სამი შვილის მამობაზე საუბრობს: „მიყვარს ქაოსი”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი