ნიკი მინაჟმა ხმისჩამწერი ლეიბლი დააფუძნა

როგორც ნიკი მინაჟმა შოუს მსვლელობისას თქვა, ლეიბლი ჟანრობრივად მრავალფეროვანი იქნება.


ნიკი მინაჟი ხმისჩამწერ ლეიბლს ოფიციალურად ხსნის. ვარსკვლავმა სიახლის შესახებ თავისი შოუს, Queen Radio-ს მსვლელობისას განაცხადა. 

„ახლა ჩემი საკუთარი ხმისჩამწერი ლეიბლი მაქვს. როცა არტისტს ზურგს ვუმაგრებ, იცით მისთვის რასაც ვაკეთებ. მაშინაც კი, როცა მასთან კონტრაქტი არ მაქვს. წარმოიდგინეთ რას ვიზამ მათთვის, ვისთანაც კონტრაქტი მექნება.“ – თქვა ნიკი მინაჟმა და აღნიშნა, რომ კომპანიის სახელი მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

მინაჟის თქმით, ლეიბლში არტისტებისა და რეპერტუარის შერჩევის პროცესს მისი პროტეჟე, პეტი ლორენი უხელმძღვანელებს. 

როგორც ნიკი მინაჟმა შოუს მსვლელობისას თქვა, ლეიბლი ჟანრობრივად მრავალფეროვანი იქნება. „არ იფიქროთ, რომ ეს ლეიბლი მხოლოდ რეპზე ფოკუსირდება“ – აღნიშნა ვარსკვლავმა. 

მინაჟი ასევე შეეხო ლილ უეინის როლს მისი კარიერის განვითარებაში და იმედი გამოთქვა, რომ ლეიბლის ფარგლებში, ახალი არტისტებისათვის თავადაც იმავეს გააკეთებს.  

როდესაც ამ დიდ ინდუსტრიაში მოვედი, ლილ უეინთან  ფორმალური კონტრაქტი არ მქონდა. მიუხედავად ამისა, ის თავის ტურებზე და ხმისჩამწერ სტუდიაში მიწვევდა“ – თქვა მინაჟმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ გამოცდილების გათვალისწინებით აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალბედა არტისტების მხარდაჭერა. 

ნიკი მინაჟმა ახალი სინგლი Red Ruby Da Sleeze სამ მარტს გამოუშვა. ეს ვარსკვლავის პირველი სოლო ტრეკია მას შემდეგ, რაც მისმა სიმღერამ, სახელწოდებით Super Freaky Girl გასულ წელს Billboard Hot 100-ში ლიდერი პოზიციები დაიკავა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჰარი სტაილსმა ატვირთა და შემდეგ წაშალა ფოტო, სადაც One Direction-ის მაისური აცვია

შემდეგი სტატია

მსოფლიოში უდიდეს ტურისტული გამოფენა, ITB Berlin საქართველომ მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახსნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი