კორტნი ლავი „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზს“ ქალების არასაკმარისი რეპრეზენტაციის გამო აკრიტიკებს

კორტნი ლავმა მწერალ ჯესიკა ჰოპოერის ტვიტი და დეივ გროლთან მიმოწერა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.
ფოტო: ნიკოლას ჰანტი

კორტნი ლავმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით აღნიშნა, რომ  „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი“ ქალებს ნაკლებად წარმოაჩენს.

კორტნი ლავმა მწერალ ჯესიკა ჰოპოერის ტვიტი გამოაქვეყნა. ჯესიკა ჰოპერი პოსტში აღნიშნავს, რომ „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში“ წარმოდგენილი 719 არტისტიდან მხოლოდ 61 არის ქალი, რაც საერთო რაოდენობის 8,5 პროცენტია. 

2020 წელს,  „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის“ დაჯილდოების ცერემონიის წინ, ამერიკულმა არასამთავრობო მედია ორგანიზაცია National Public Radio-მ სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ინსტიტუციის მიერ სწორედ ქალი არტისტების რეპრეზენტაციის პრობლემას შეეხებოდა. 

აღნიშნული საკითხის შესახებ საჯაროდ ისაუბრა ჯენეტ ჯექსონმაც. მან თავისი პოზიცია  „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის“ 2019 წლის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა. მომღერალმა მიმართვა შემდეგი სიტყვებით დაასრულა – „2020 წელს მეტი ქალი არტისტის ვარსკვლავი გახსენით“. 2020 წელს სამი ქალი მუსიკოსი – უიტნი ჰიუსტონი, ჩაკა ხანი და პატ ბენატარი იყვნენ ნომინირებული, თუმცა ინსტიტუციამ ვარსკვლავი მხოლოდ უიტნი ჰიუსტონს გაუხსნა. 

ჯესიკა ჰოპერის ტვიტთან ერთად, კორტნი ლავმა მოკლეტექსტური შეტყობინების ამსახველი ფოტოც გამოაქვეყნა. Შეტყობინების ადრესატი დეივ გროლია, რომელსაც 2021 წელს ვარსკვლავი გაუხსნეს და შინაარსიდან გამომდინარე, გზავნილიც ამ დროით თარიღდება.  „დეივ, ისიამოვნე ცერემონიით და ადგილი დაუკავე ტინა ტერნერსა და კეროლ კინგს, რომლებიც ამ ჯილდოს 30 წლის განმავლობაში ყოველთვის იმსახურებდნენ.“ – მიმართავს კორტნი ლავი დეივ გროლს. აღსანიშნავია, რომ ტერნერი და კინგი „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზმა“ 2021 წელს სოლო შემსრულებლების სტატუსით დააჯილდოვა. 

Billboard-მა „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზს“ და  დეივ გროლს კომენტარისათვის მიმართა. გროლის წარმომადგენელმა მედიასთან საუბარზე უარი განაცხადა. 

2023 წლის „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის“ დაჯილდოებაზე ექვსი ქალია ნომინირებული:  ქეით ბუში, შერილ კროუ, მისი ელიოტი, სინდი ლოპერი, ჯილიან გილბერტი და მეგ უაიტი. ნომინანტებს შორის შერჩეულ მუსიკოსებს  „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი“ მაისში გამოავლენს, ცერემონია კი შემოდგომაზე გაიმართება. 

ნახეთ კორტნი ლავის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ედ შირანი მის გარდაცვლილ მეგობარს, ჯამალ ედვარდსს იხსენებს და ამბობს, რომ სიმღერა Eyes Closed სწორედ ახლობელი ადამიანის დაკარგვაზეა

შემდეგი სტატია

2023 წლის MTV-ის კინოსა და ტელევიზიის დაჯილდოების წამყვანი დრიუ ბერიმორი იქნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Flitz Collective – ახალი მუსიკალური პლატფორმა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შოუებს აანონსებს

ზაფხულში Flitz Collective ორ მასშტაბურ მუსიკალურ შოუს აანონსებს – 21 ივნისს თბილისს ტომ ოდელი ეწვევა, 30 ივლისს კი მაყურებლის წინაშე Moby წარდგება.
მეტი
Pussycat Dolls-ის წევრები: კარმიტ ბაჩარი, კიმბერლი უაიატი, ნიკოლ შერზინგერი, ჯესიკა სატა და ეშლი რობერტსი - Global Radio Studios-ში Heart Radio-სთან ინტერვიუსთვის, 2020 წლის 31 იანვარი, ლონდონი, ინგლისი. ფოტო: ნილ მოკფორდი/GC Images

Pussycat Dolls-ის ყოფილი წევრის, ჯესიკა სატას თქმით, ის ჯგუფის გაერთიანებული ტურნედან MAGA-ს (Make America Great Again) მხარდაჭერის გამო გარიცხეს: „მე მათთვის საფრთხე ვიყავი”

ჯესიკა სატა გოგონების ჯგუფის იმ სამი ძველი წევრიდან ერთ-ერთია, რომელიც ტურნეში მონაწილეობას არ მიიღებს.
მეტი
მადელინ მონტოია Courtesy

მადელინ მონტოია Billboard-ის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა

მადელინ მონტოია დიზაინერების გუნდს Billboard-ის სარედაქციო, მულტიმედიური, ბრენდირებული კონტენტის და ექსპერიმენტული პროექტების მიმართულებით უხელმძღვანელებს.
მეტი

ბარი კეოგანი იმ ბულინგზე საუბრობს, რომელიც საბრინა კარპენტერთან დაშორების შემდეგ, მისი გარეგნობის გამო დაიწყო 

„ამ ყველაფერმა მაიძულა საკუთარ თავში ჩავკეტილიყავი. აღარ მინდა სხვადასხვა ადგილებში სიარული, გარეთ გასვლის სურვილიც კი აღარ მაქვს,” – თქვა მსახიობმა.
მეტი