ფრანგი მუსიკოსები Breakbot და Irfane ქართველი მსმენელის წინაშე წარდგებიან

დუეტი ცნობილია სიმღერით Baby I’m Yours, რომელიც ბრუნო მარსის ჰიტის შთაგონების წყარო გახდა.
Breakbot და Irfane
Ludovic Zuili

პირველ აპრილს ქართველი მსმენელის წინაშე ფრანგი არტისტები Breakbot და Irfane წარდგებიან. 

Breakbot თანამედროვე ელექტრონული და დისკო მუსიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მუსიკოსი ყველაზე მეტად ცნობილია მისი 2010 წლის სიმღერით Baby I’m Yours, რომელსაც Irfane-სთან ერთად ასრულებს. კომპოზიცია ცნობილია იმითაც, რომ სწორედ მისი თემის მიხედვით შეიქმნა ბრუნო მარსის ჰიტი Treasure, რომლის კრედიტებშიც Breakbot და Irfane არიან მითითებული. 

ამის შემდეგ Breakbot და Irfane ერთგვარ დუეტად იქცა. 2016 წელს მათ ალბომი Still Waters გამოუშვეს. 6 წლის შემდეგ, 2022 წელს კი მუსიკოსებმა EP სახელწოდებით Remedy გამოსცეს.

Breakbot-ისა და Irfane-ის დუეტი პირველ აპრილს უკვე ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება. საღამოზე დაუკრავენ ქართველი არტისტებიც – Hatsvali, Toke, Mocongo, Magrra და Ucha.

იხილეთ ინფორმაცია ღონისძიების შესახებ

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ემილია კლარკთან შეხვედრისას Snoop Dogg-მა დაადასტურა, რომ Game of Thrones-ის დიდი ფანია

შემდეგი სტატია

გორში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი

უილ სმითის თქმით, The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა

უილ სმითმა Broken Record-ის პოდკასტში სტუმრობისას, თანაწამყვან ჯასტინ რიჩმონდთან საუბრისას გაამხილა, რომ The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე…
მეტი