ბრიტნი სპირსზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის რეჟისორი ამბობს, რომ ვარსკვლავი რეალურ ცხოვრებაში მორცხვი და ინტროვერტია

ფენტონ ბეილიმ მომღერალთან 2013 წელს იმუშავა ფილმზე I Am Britney Jean.
ბრიტნი სპირსი ღონისძიებაზე We Will Always Love You: A GRAMMY Salute to Whitney Houston, 2012 წელი
Christopher Polk/WireImage

რეჟისორმა, რომელმაც 2013 წელს ბრიტნი სპირსზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო, უარყო საზოგადოდ დამკვიდრებულ აზრი მომღერლის პიროვნების შესახებ და მის რეალურ სახეზე ისაუბრა. 

ფენტონ ბეილიმ გაამხილა ის, თუ რა დაინახა ბრიტნი სპირსში მასთან ერთად მუშაობისას. „იგი ისეთი არ არის, როგორიც მისი სიმღერებიდან გამომდინარე გვგონია. მაგალითად, Oops!…I Did It Again ან [I’m a] Slave 4 U. კი, სცენაზე ასეთია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ის ძალიან მორცხვი და ინტროვერტია. თავადაც  სულ ამას იმეორებდა: „მე ერთი ჩვეულებრივი მოსაწყენი ადამიანი ვარ.”

რეჟისორმა ყურადღება გაამახვილა მეურვეობაზეც, რომლის ქვეშაც ბრიტნი იყო, როცა ისინი ერთად მუშაობდნენ. „არ მგონია, რომ მაშინ, როცა ამ ფილმს ვაკეთებდით, ის იძულებული იყო საკუთარი სურვილის წინააღმდეგ წასულიყო. ეს არ მიგრძნია. მე ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ მისი მენეჯერი ლარი რუდოლფი, ადამ ლებერი და ბრიტნის მამა ასევე მის მხარეს იყვნენ და ასეთი მუშაობა ნამდვილად სასიკეთო იყო მისთვის.”

2021 წელს მეურვეობისგან განთავისუფლების შემდეგ ბრიტნი სპირსი მისი დიდი ხნის სიყვარულზე – სემ ასგარიზე დაქორწინდა. მომღერალმა ასევე გამოუშვა ბილბორდის „ცხელი ასეულის” ტოპ 10-ში შემავალი ჰიტი Hold Me Closer, რომელსაც ელტონ ჯონთან ერთად ასრულებს. 

ნახეთ ფენტონ ბეილის ვიდეო ბრიტნი სპირსის შესახებ

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დევიდ ბოუის შვილი დონალდ ტრამპის მიერ მამამისის მუსიკის გამოყენებას გამოეხმაურა

შემდეგი სტატია

SALIO-მ ახალი ალბომი  – Mountain წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი