ლონდონში, Collider-თან ინტერვიუს დროს ჯეიმს მანგოლდს ჰკითხეს, იმღერებს თუ არა ტიმოთი შალამე ბობ დილანის როლის შესრულებისას, რაზეც რეჟისორმა უპასუხა: „რა თქმა უნდა.“
რეჟისორ ჯეიმს მანგოლდის თქმით, პროექტის წარმოება მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყება. ფილმს ელაიჯა უაილდის წიგნის Dylan Goes Electric და ჯეი კოქსის სცენარის მიხედვით გადაიღებენ.
„ეს იყო ამერიკულ კულტურაში საოცარი დრო. ახალგაზრდა 19 წლის ბობ დილანის ისტორია, რომელიც ნიუ იორკში ორი დოლარით ჩავიდა, მსოფლიო სენსაცია გახდა. ძალიან საინტერესო რეალური ისტორიაა იმ პერიოდის ამერიკაში.“ – თქვა რეჟისორმა ჯეიმს მანგოლდმა.
ნახეთ ინტერვიუს ვიდეო:
Here’s @mang0ld revealing he’s writing both the #swampthing movie and his #StarWars movie during our red carpet interview at #StarWarsCelebration2023.
— Collider (@Collider) April 7, 2023
This is the first time he’s acknowledged he’s working on ‘Swamp Thing’ for #dc pic.twitter.com/HdTxdpZXJM