Stranger Things-ის ვარსკვლავი, მილი ბობი ბრაუნი მომღერალ ჯეიკ ბონჯოვიზე დაინიშნა. 19 და 20 წლის ვარსკვლავებმა ნიშნობის შესახებ სიახლე ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტების მეშვეობით გაასაჯაროვეს.
მილი ბობი ბრაუნის გამოქვეყნებულ ფოტოში მსახიობს ნიშნობის ბეჭედი უკეთია. ვარსკვლავმა პოსტს აღწერად ტეილორ სვიფტის სიმღერის – Lover-ის ტექსტიდან ფრაზა დაურთო.
ბონჯოვიმ კი ამავე მომენტის ამსახველი, სხვა რაკურსით გადაღებული ფოტო გააზიარა . „სამუდამოდ“ – ვკითხულობთ ჯეიკ ბონჯოვის გამოქვეყნებული ფოტოს აღწერაში. ვარსკვლავების ოფიციალურ წარმომადგენლებს მედიასთან კომენტარი ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ.
მილი ბობი ბრაუნი და ჯონ ბონ ჯოვის შვილის, ჯეიკ ბონჯოვი ერთად საჯაროდ 2021 წლის ზაფხულში გამოჩნდნენ, როდესაც ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნეს. ამავე წლის ნოემბერში კი ვარსკვლავებმა გაამხილეს, რომ ერთმანეთს ხვდებოდნენ.
ნახეთ მილი ბობი ბრაუნის და ჯეიკ ბონჯოვის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტები: