დრეიკი ხელოვნური ინტელექტის მიერ თავისი ხმის იმიტაცით შესრულებულ სიმღერას გამოეხმაურა

არტისტმა საკუთარი მოსაზრება სოციალური ქსელის მეშვეობით საჯაროდ გამოთქვა.
ფოტო: დია დიპასუპილი/GI

რეპერმა დრეიკმა ხელოვნური ინტელექტის მიერ თავისი ხმის გენერირების ფაქტზე მოსაზრება საჯაროდ გამოთქვა. არტისტმა ყურადღება გაამახვილა ვიდეოზე, რომელშიც Ice Spice-ის ტრეკს – Munch, პროგრამული მანიპულაციის მეშვეობით, დრეიკის იმიტირებული  ხმა ასრულებს. 

„ეს ბოლო წვეთია“ – დაწერა დრეიკმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ისტორიაში. რეპერმა წარწერა აღნიშნულ ვიდეოს დაურთო.  აღსანიშნავია, რომ დრეიკი  Ice Spice-ის მხარდამჭერი იყო, თუმცა შემდეგ არტისტს ინსტაგრამზე გამოწერა მოულოდნელად გაუუქმა. გარკვეული პერიოდის შემდეგ დრეიკმა Ice Spice-ის ანგარიში კვლავ გამოიწერა. 

დრეიკის საჯარო გამოხმაურებამდე, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ქავერ ვერსიების გავრცელებას  Universal Music Group გამოეხმაურა. კომპანიამ Spotify-ს და Apple Music-ს მოუწოდა, რომ ხელოვნური ინტელექტის შემქმნელ კომპანიებს საავტორო უფლებებით დაცულ მუსიკაზე წვდომისას ხელი შეუშალონ. როგორც ცნობილია, მსგავსი კომპანიები მუსიკას ხელოვნური ინტელექტის პროგრამის ე.წ. „წვრთნისას“ იყენებენ და ეს პრაქტიკა მუსიკალური ინდუსტრიის შეშფოთებას იწვევს. 

სტრიმინგ სერვისებისათვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში Universal Music Group აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტის სწავლებისას, საავტორო უფლებებით დაცულ მუსიკას შესაბამისი თანხმობის გარეშე იყენებენ. 

„ჩვენ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ვიმოქმედებთ, რათა ჩვენი და არტისტების უფლებები დავიცვათ“ – ნათქვამია ოფიციალურ ელექტრონულ შეტყობინებაში. გაგზავნილი შეტყობინება პირველად გამოცემა Financial Times-მა მოიპოვა. ამერიკულმა Billboard-მა დეტალები ყველა მონაწილე მხარის წყაროებთან გადაამოწმა. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამს Universal Music Group. ასევე გაურკვეველია, სტრიმინგ კომპანიების რეაგირების საკითხი, თუმცა ფაქტია, რომ მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ხელოვნური ინტელექტით გამოწვეულ პრობლემაზე საჯაროდ დაიწყეს საუბარი. 

მოგვიანებით, UMG-მ სტრიმინგ სერვისებისათვის გაგზავნილ შეტყობინებასთან დაკავშირებით განცხადებაც გამოაქვეყნა. „ჩვენ მორალური და კომერციული ვალდებულება გვაკისრია, რომ არტისტების ნამუშევრები არაავტორიზებული გამოყენებისაგან დავიცვათ და შევაჩეროთ პლატფორმები, რომლებიც შემოქმედებით უფლებებს არღვევს“ – აღნიშნულია განცხადებაში. 

დრეიკის შემთხვევის გარდა, ინტერნეტში კიდევ არაერთი არტისტის გენერირებული ხმით შესრულებული კომპოზიციები გავრცელდა. მაგალითად, ერთ-ერთ პროგრამულ ქავერ ვერსიაში რიანა ბიონსეს სიმღერას – Cuff It-ს ასრულებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ალანის მორისეტმა სერიალ Yellowjackets-ის საუნდტრეკის ქავერ ვერსია ჩაწერა

შემდეგი სტატია

Metallica ახალ ალბომში შემავალ ყველა სიმღერას ამერიკული ჟესტური ენის ვიდეო ინტერპრეტაციით გამოუშვებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Anana Kaye

 Anana Kaye-ს მუსიკალური გზა

„საქართველო თავისუფლებისთვის მუდმივად ბრძოლის პროცესშია, რასაც გაფრთხილება სჭირდება. ასევეა მუსიკოსიც, რომელიც სულ პროცესშია. განვითარება ბრძოლის და წინსვლის გარეშე არ მოდის.“
მეტი

ლედი გაგას თქმით, ახალი ალბომი მის ცხოვრებაში მიღებული ცუდი გადაწყვეტილებების ერთგვარი გახსენებაა

გაგამ ასევე დაადასტურა, რომ ახალ ალბომში შევა ბრუნო მარსთან ერთად გამოშვებული სიმღერა, Die With a Smile.
მეტი

TKT.GE & TBC: „ყველა ბილეთი გაყიდულია თეატრებში, კონსერვატორიასა და ოპერაში”

„ჩვენი გუნდი დააიდენტიფიცირებს 1 იანვრამდე დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებს, რომლებიც შექმნილი ვითარების გამო გაუქმდა და ჩარიცხავს დარბაზის სრულ ღირებულებას მსახიობების და მუსიკოსების მხარდასაჭერად,” - ვკითხულობთ განცხადებაში.
მეტი

კლუბი Mtkvarze განცხადებას ავრცელებს

„სამი კვირაა, რაც კლუბები და ელექტრონული მუსიკის სცენა გაფიცულია. ასობით ადამიანისთვის ეს სფერო არა მხოლოდ შემოსავლის ერთადერთი წყაროა, არამედ თავისუფლებისა და თვითგამოხატვის პლატფორმაც.”
მეტი