აშერი პარიზში ოთხ კონცერტს გამართავს

2023 წლის დასაწყისში, აშერმა თავისი ცნობილი ტურის – My Way-ის გაგრძელების შესახებ განცხადება გაავრცელა და ლას ვეგასში თხუთმეტი საკონცერტო თარიღი დააანონსა.
ფოტო: ალბერტო როდრიგეზი/Variety.


2021 წელს აშერმა ლას ვეგასში წარმატებული კონცერტები გამართა, ამჯერად კი არტისტი მუსიკალურ შოუებს პარიზში აანონსებს. პირველი კონცერტი ხელოვნების ცენტრ La Seine Musicale-ში 24 სექტემბერს გაიმართება. აშერი პარიზში სულ ოთხ კონცერტს ჩაატარებს. მუსიკალური პროგრამა არტისტის 30-წლიანი კარიერიდან არაერთ ჰიტს აერთიანებს. როგორც ცნობილია, შოუები სასცენო კოსტიუმებით და  სპეციალური ვიზუალური ეფექტებით იქნება გამორჩეული. 

2023 წლის დასაწყისში, აშერმა თავისი ცნობილი ტურის  – My Way-ის გაგრძელების შესახებ განცხადება გაავრცელა და ლას ვეგასში თხუთმეტი საკონცერტო თარიღი დააანონსა.შოუები ივნისსა და ოქტომბერში გაიმართება. 

როგორც მუსიკოსმა ჟურნალ GQ-სთან ინტერვიუში განაცხადა, მას ლას ვეგასში აუდიტორიის წინაშე გამოსვლა მოსწონს. „ახლა შვილები მყავს, საკუთარი ცხოვრება მაქვს. მომწონს შესაძლებლობა, რომ რამდენიმე დღე შემიძლია სხვადასხვა ადგილებში გავმართო კონცერტები და ამ მომენტებით ვისიამოვნო“ – აღნიშნა არტისტმა. აშერმა ახლახან ახალი სინგლი სახელწოდებით GLU გამოუშვა. არტისტი აპრილში დაგეგმილი Dreamville Music Festival-ის ერთ-ერთი ჰედლაინერიც არის. ამასთან ერთად კი შესაძლოა მალე ალბომიც გამოუშვას.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

BOUQUET KYIV STAGE-ის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი სახელოვნებო ღონისძიებებს წარმოგიდგენთ

შემდეგი სტატია

Foo Fighters - ფოტო: დენი კლინჩი

Foo Fighters-მა ალბომის But Here We Are-ის  გამოსვლა დააანონსა

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი