ცნობილია 2024 წლის ოსკარის დაჯილდოების ფარგლებში დაგეგმილი ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიების თარიღები

კინოაკადემიის გადაწყვეტილებით, ფინალური რაუნდის გამარჯვებულთა გამოსავლენად ხმების დათვლის ვადა გაიზარდა.
ფოტო: მაიკლ ბაკნერი

ამერიკის კინოაკადემიის რიგით 96-ე დაჯილდოება 2024 წლის 10 მარტს გაიმართება. 2024 წლის დაჯილდოების ცერემონია კვლავაც Dolby Theatre-ში ჩატარდება, ხოლო სატელევიზიო ტრანსლაცია ამჯერადაც ტელეარხ ABC-ზე გადაიცემა. 

ამერიკის კინოაკადემიამ ასევე გაავრცელა ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიების თარიღი, რომელიც დაჯილდოების ცერემონიას წინ უძღვის. ამჯერად ფინალური რაუნდის გამარჯვებულთა გამოსავლენად ხმების დათვლის ვადა გაიზარდა  და ხუთი დღის მაგივრად, 12 დღით განისაზღვრა. Საბოლოო ნომინანტები კი ნომინაციების ხმის მიცემის რაუნდის დასრულებიდან 7 დღეში დასახელდებიან. 

იხილეთ 96-ე დაჯილდოების მზადების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების თარიღები:

კატეგორიებზე განაცხადის შეტანის ვადა: 2023 წლის 15 ნოემბერი

Governors Awards-ის ცერემონია:  2023  წლის 18 ნოემბერი        

წინასწარი კენჭისყრის გახსნა: 2023 წლის 14 დეკემბერი, შეერთებული შტატების დროით, საღამოს 9 საათი

წინასწარი კენჭისყრის დახურვა: 2023 წლის 18 დეკემბერი,   შეერთებული შტატების დროით, საღამოს 5 საათი

ოსკარის ნომინანტთა მოკლე სიის, ე.წ. შორტლისტის დასახელება: 2023 წლის 21 დეკემბერი

ნამუშევრის პრემიერისათვის განკუთვნილი პერიოდის დასრულების ვადა: 2023 წლის 31 დეკემბერი

ნომინაციების ხმის მიცემის ეტაპის გახსნა: 2024 წლის 11 იანვარი,  შეერთებული შტატების დროით, საღამოს 9 საათი

ნომინაციების ხმის მიცემის ეტაპის დახურვა: 2024 წლის 16 იანვარი, შეერთებული შტატების დროით, საღამოს 5 საათი

ოსკარის ნომინაციების გამოცხადება: 2024 წლის 23 იანვარი

ოსკარის ნომინანტების დახურული მიღება: 2024 წლის 12 თებერვალი

გამარჯვებულების გამოსავლენად ხმის მიცემის ეტაპის გახსნა: 2024 წლის 22 თებერვალი, შეერთებული შტატების დროით, საღამოს 9 საათი

Scientific and Technical Awards-ის ცერემონია: 2024 წლის 23 თებერვალი

გამარჯვებულების გამოსავლენად ხმის მიცემის ეტაპის გახსნა: 2024 წლის 27 თებერვალი, შეერთებული შტატების დროით, საღამოს 5 საათი

ოსკარის დაჯილდოების 96-ე ცერემონია: 2024 წლის 10 მარტი

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებასთან დაკავშირებული აღნიშნული თარიღები შესაძლოა შეიცვალოს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფრანკფურტში როჯერ უოტერსის გაუქმებული კონცერტი მაინც ჩატარდება

შემდეგი სტატია

Lua-მ ახალი EP და ცოცხალი სესიის ვიდეო წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი