კეტი პერის ვიდეო, სადაც ის მეფე ჩარლზ III-ის კორონაციაზე დასაჯდომ ადგილს ეძებდა, ვირუსულად გავრცელდა 

პოპვარსკვლავი დღეს მეფის კორონაციისადმი მიძღვნილ კონცერტზე იმღერებს.
კეტი პერი მეფე ჩარლზ III-ის კორონაციაზე
Gareth Cattermole/Getty Images

მეფე ჩარლზ III-ის კორონაციაზე მიწვეულ კეტი პერის, როგორც ჩანს, ადგილის პოვნა გაუჭირდა. 

ელეგანტურ ლავანდისფერ კაბასა და დიდ ქუდში გამოწყობილი მომღერალი კამერებმა მაშინ დააფიქსირეს, როცა უესტმინსტერის სააბატოში გამართულ ხალხმრავალ ცერემონიაზე თავის კუთვნილ ადგილს ეძებდა. 

38 წლის პოპვარსკვლავი ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა: „ხალხო, არ იღელვოთ, ვიპოვე ჩემი ადგილი.”

კეტი პერი ერთ-ერთი იყო იმ ვარსკვლავთაგან, რომელიც მეფის კორონაციას ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ ლაიონელ რიჩი, ემა ტომპსონი, ჯუდი დენჩი და სხვები. 

კეტი პერი და ლაიონელ რიჩი დღეს, 7 მაისს უინძორის სასახლეში გამართულ კორონაციისადმი მიძღვნილ კონცერტზეც წარდგებიან. გამომსვლელთა შორის იქნებიან ანდრეა ბოჩელი, ნიკოლ შერზინგერი და სხვა შემსრულებლები. 

ნახეთ კეტი პერის ვიდეო

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

MTV-ის კინოსა და ტელევიზიის დაჯილდოება ეთერში მაინც გავა, თუმცა ეს არ იქნება პირდაპირი მაუწყებლობა  

შემდეგი სტატია

როგორ შეიქმნა Dear Mama – ერთ-ერთ საუკეთესო ფილმი თუფაქის შესახებ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი