დიმიტრი კრიმოვი –  სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში

9, 10 და 11 მაისს, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, დიმიტრი კრიმოვის – მსოფლიოში ცნობილი რეჟისორის, მხატვრის, სცენოგრაფისა და პედაგოგის მსახიობებთან და რეჟისორებთან შეხვედრა გაიმართა.
დიმიტრი კრიმოვი
დიმიტრი კრიმოვი

12 მაისს კი, საღამოს 6 საათზე, დიმიტრი კრიმოვის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.

დიმიტრი კრიმოვის განსხვავებული მიდგომები და სტილი თეატრალურ სივრცეში ცნობილი და აღიარებულია. იგი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი არაორდინალური ხედვის მქონე რეჟისორი. ქართველი საზოგადოება მის შემოქმედებას კარგად იცნობს, თბილისში მისი სპექტაკლები არაერთხელ დაიდგა, მათ შორის „დემონი, ხედი მაღლიდან“.

კრიმოვი ერთი შეხედვით მარტივ, ცხოვრებისეულ ელემენტებს განსხვავებულ, პოეტურ შინაარსა და ფორმას სძენს და მაყურებელს  ყველაფრის აღქმას სხვა კუთხიდან სთავაზობს.

დიმიტრი კრიმოვი სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში

სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ვორკშოფის ფარგლებში დიმიტრი კრიმოვთან ერთად მსახიობებმა „ჰამლეტის“ სხვადასხვა ეპიზოდები გაითამაშეს.

ბასა ჯანიკაშვილი - მწერალი, დრამატურგი
ბასა ჯანიკაშვილი – მწერალი, დრამატურგი

დიმიტრი კრიმოვი, რეჟისორი 

„დღევანდელი ვორკშოფიდან გამომდინარე მგონია, რომ არტისტები, როგორც რეჟისორები უნდა ხვდებოდნენ, რომ მუშაობის პროცესში უნდა იგებოდეს კონსტრუქცია, სადაც მოქმედება ხდება. ამ ყველაფერში პირველ რიგში  სპექტაკლის და როლის იდეა მოიაზრება.  ეს საკმაოდ რთული პროცესია, სადაც აუცილებელია კითხვების დასმა, მასზე პასუხი და სწორი გადაწყვეტილების მიღება. მიღებულ გადაწყვეტილებაზეა  დამოკიდებული შენი დანარჩენი ქმედების განვითარება. აუცილებელია მუშაობა, ნაბიჯ-ნაბიჯ საჭიროა ამ ბაზის შესწავლა და მისი საინტერესოდ გაგება, რათა საბოლოოდ  თანამედროვე სკულპტურა შეიქმნას და აიგოს. შესაძლოა ეს არარეალური, რეალური, გროტესკული ან ნებისმიერი სხვა რამ იყოს, თუმცა საწყისი ბაზის ცოდნა აუცილებელია, რადგან ისე, ნებისმიერი ადამიანი ჩათვლის, რომ თანამედროვე ხელოვნების შექმნა ყველასთვის მარტივი და შესაძლებელია.

რაც შეეხება თბილისში სამომავლო გეგმებს, ჯერჯერობით კონკრეტული გეგმა არ მაქვს, თუმცა  ვისურვებდი აქ მუშაობას, რადგან აქ ამ  მიმართულებით ბევრი საინტერესო რამ ხდება.“

დავით საყვარელიძე – სოხუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

„ჩემი სახელით და ყველა მონაწილე თეატრის მსახიობების სახელით მინდა მადლობა გადავუხადო პირადად ქალბატონ თეა წულუკიანს და კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ვისი დახმარებითაც შესაძლებელი გახდა მსოფლიოში ცნობილი რეჟისორის საქართველოში ჩამოყვანა. მიხარია, რომ ჩვენი თეატრი უმასპინძლებს მას და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ვაჩუქებთ თეატრის მოყვარულებს.“  – დავით საყვარელიძე – სოხუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

დიმიტრი კრიმოვი სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში

შეგახსენებთ, 12 მაისს სოხუმის სახელმწიფო თეატრში კრიმოვის შემოქმედებითი საღამო გაიმართება, რომელზეც რეჟისორი მის ბოლოდროინდელ გახმაურებულ დადგმას „კოსტიკს” უჩვენებს და მაყურებელთან თავის ამერიკულ გამოცდილებას გააზიარებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯგუფმა Thirty Seconds to Mars ალბომი დააანონსა და ახალი სინგლი წარადგინა

შემდეგი სტატია

ბრიტნი სპირსის ცხოვრება მეურვეობის შემდეგ Fox-ის ახალ დოკუმენტურ ფილმში 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფესტივალ „საჩუქარისა” და ვენეციის ბიენალეს უნიკალური შესაძლებლობა ქართველ ხელოვანებს

პროექტის პრეზენტაცია 7 ოქტომბერს კინომსახიობთა თეატრში გაიმართება. ნამუშევრების შემოტანის ბოლო ვადა 20 ოქტომბერია.
მეტი
პაატა ვახტანგიშვილი - მსახიობი

 პაატა ვახტანგიშვილი: „თეატრი მიყვარს, მაგრამ ახლა კინოზეც ვფიქრობ“…

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვერის თეატრში სპექტაკლების საყურებლად ხშირად დადიოდა. ერთხელ წარმოდგენაშიც ჩართეს, თუმცა მაშინ მსახიობობაზე არ ფიქრობდა.…
მეტი

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი პოლონელი რეჟისორის, ეჟი გროტოვსკისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უმასპინძლებს

პროგრამა „ეჟი გროტოვსკი: 25 წელი პოლონელი რეჟისორის გარდაცვალებიდან” პოლონეთის გროტოვსკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით 16 და 17 ოქტომბერს გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
მეტი

„მე გადმოვცურავ ზღვას” – ბასა ჯანიკაშვილის პიესის პრეზენტაცია

პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა „ახალ თეატრში” 2022 წელს შედგა და უკვე ორი წელია, სრული ანშლაგით მიმდინარეობს.
მეტი