მარტინ კრატოჩვილის Jazz Q და ანტონიო ფარაო თბილისის ჯაზფესტივალის სცენაზე

თბილისის ჯაზფესტივალი 26-ე სეზონს დღეს, 11 მაისს დახურავს.


9 მაისს თბილისის ჯაზფესტივალი გაიხსნა. „ისთერნ პრომოუშენსი„ და „თიბისი კონცეპტი“ პროექტის 26-ე სეზონს წარადგენს. 10 მაისს, მეორე საფესტივალო დღეს აუდიტორიის წინაშე წარდგა მარტინ კრატოჩვილის Jazz Q, ასევე იტალიელი პიანისტი ანტონიო ფარაო და მისი ტრიო.

მარტინ კრატოჩვილის Jazz Q ჩეხეთში ერთ-ერთი ცნობილი მუსიკალური კოლექტივია, რომელიც მსმენელმა უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე იხილა. როგორც „ისთერნ ფრომოუშენსის“ დამფუძნებელი  მიხეილ გიორგაძე „Billboard საქართველოსთან“ საუბრისას აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ბენდი ქართველი მსმენელის დიდი აუდიტორიისათვის ნაკლებად ცნობილია, მარტინ კრატოჩვილის Jazz Q  დიდი და მნიშვნელოვანი ისტორიის მატარებელი პროექტია პოსტ საბჭოთა სივრცეში. 

მიხეილ გიორგაძე: 

„ეს არის ბენდი, რომელიც ყოფილ საბჭოთა სოციალისტურ ქვეყნებში ერთ-ერთი პირველი სრულყოფილი ჯაზ ბენდი იყო.  მარტინ კრატოჩვილის Jazz Q გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა –  კომუნისტურ რეჟიმში, როცა ჯაზი პირდაპირი მნიშვნელობით აკრძალული მუსიკა იყო იყო.“

Ბენდი ჯაზფესტივალზე ჩეხეთის საელჩომ წარადგინა. აღსანიშნავია,რომ „ისთერნ ფრომოუშენსი“ ფესტივალის ფარგლებში უკვე დიდი ხანია სხვადასხვა ქვეყნის საელჩოსთან თანამშრომლობს.

10 მაისის საფესტივალო პროგრამა იტალიელი პიანისტის, ანტონიო ფარაოს ტრიომ დახურა. ანტონიო ფარაო ჯაზის სცენაზე, ევროპის მასშტაბით  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული მუსიკოსია. ანტონიო ფარაოს ტრიო ჯაზფესტივალზე იტალიის საელჩომ წარადგინა. 

ფინალური დღის პროგრამაშია იტალიური ბენდი Motel Kaiju  და ლეგენდარული სტენლი კლარკი.მუსიკოსი ბენდთან ერთად ჯაზფესტივალს ტურნეს ფარგლებში ეწვევა. ბენდის  შემადგენლობაშია ქართველი პიანისტი ბექა გოჩიაშვილი, რომელიც თბილისის ჯაზფესტივალის სცენაზე სწორედ სტენლი კლარკთან ერთად წარდგება.

ფესტივალის შესახებ მეტი დეტალისათვის ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლანა დელ რეი და ჯონ ბატისტი - Candy Necklace

ლანა დელ რეიმ ჯონ ბატისტთან ერთად კინემატოგრაფიული ვიდეო Candy Necklace გამოაქვეყნა

შემდეგი სტატია

ჰარი სტაილსის შესახებ კომიქსი გამოიცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქეთი მელუა ფლორენციაში დავით თორაძისადმი მიძღვნილი კონცერტის ვიდეოს აზიარებს

ქართველმა მუსიკოსმა სიმღერა „მოდი ჩემთან” ლეგენდარული კომპოზიტორის შვილთაშვილთან ერთად შეასრულა.
მეტი
რობერტ სმიტი The Cure-ის გამოსვლა Riot Fest 2023-ის ფარგლებში, ჩიკაგო. დენიელ ბოჩარსკი/Getty Images

The Cure საკონცერტო ფილმ The Show of a Lost World-ის შესახებ დეტალებს ავრცელებს

ფილმში როკბენდის 2024 წლის ალბომის, Songs of a Lost World-ის ყველა სიმღერა შედის, მსოფლიოს კინოთეატრებში მისი გამოსვლა კი დეკემბერში იგეგმება.
მეტი