ბიონსემ დედის დღე დედას ბრიუსელის კონცერტიდან მიულოცა 

„ძალიან მიყვარხარ და მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთე.”
ბიონსე RENAISSANCE WORLD TOUR-ის პირველ კონცერტზე სტოკჰოლმში
Kevin Mazur/Getty Images for Parkwood

ბიონსე დედას დედის დღეს ულოცავს. მომღერალმა ინსტაგრამზე ბრიუსელის კონცერტიდან ფოტო გამოაქვეყნა, სადაც სცენის უკან ეკრანზე სწორედ ტინა ნოულზ-ლოუსონის სურათი ჩანს. მისალოც პოსტში ასევეა ვიდეო, სადაც ბიონსეს დედა ქალიშვილის სიმღერის დროს ცეკვავს. 

„დედის დღეს გილოცავ. ძალიან მიყვარხარ და მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთე,” – დაწერა მომღერალმა. 

ბიონსეს ბრიუსელის კონცერტი  Renaissance-ის მსოფლიო ტურნეს ნაწილია, რომელიც 10 მაისს სტოკჰოლმში დაიწყო. ტურნე ევროპაში 9 ივლისამდე გაგრძელდება. შემდეგ კი აშშ-ში გადაინაცვლებს და 27 სექტემბერს დასრულდება. 

ტურნე ბიონსეს 2022 წლის ალბომს Renaissance-ს ეძღვნება, რომელიც გამოსვლის შემდეგ ბილბორდის 200 ალბომის ჩარტის ლიდერი გახდა. მან ასევე დაიმსახურა გრემი საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომისთვის. 

ნახეთ ბიონსეს დედის დღისადმი მიძღვნილი პოსტი: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„აფრო-ამერიკული მუსიკის ეროვნული მუზეუმი“ მისი ელოტისა და Atlantic Records-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს

შემდეგი სტატია

მაილი საირუსის ახალი მუსიკალური ვიდეო-კლიპი Jaded

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი