კორტნი ლავმა სიმღერა Smells Like Teen Spirit აქამდე უცნობი ტექსტით შეასრულა

კორტნი ლავი და კურტ კობეინი. 1992 წელი.

კორტნი ლავი რობ ჰარვილას პოდკასტის სტუმარი იყო. „60 სიმღერა, რომელიც 90-იან წლებს განსაზღვრავს“ – ასე ჰქვია პოდკასტების სერიას, რომელიც მსმენელს სხვადასხვა ცნობილი ტრეკის ისტორიას უყვება. პოდკასტის მსვლელობისას კორტნი ლავმა თქვა, რომ ტექსტის ნაწილი, რომელიც კურტ კობეინმა 1991 წლის სიმღერაში სახელწოდებით Smells Like Teen Spirit არ გამოიყენა, მეტად კომპლექსური იყო. 

კორტნი ლავმა აღნიშნა, რომ  რამდენიმე სტრიქონს დღის სინათლე არასდროს უნახავს. ამის შემდეგ პოდკასტის წამყვანმა ჰარვილამ სტუმარს სთხოვა, რომ სიმღერა ამ ტექსტით შეესრულებინა, რაზეც ლავი დასთანხმდა. როგორც მან აღნიშნა, ტექსტის დიდი ნაწილი ჩანახატის სახეს ატარებს და სამუშაო ვერსიაა.

კორტნი ლავის თქმით, გამოყენებული ტექსტი ალტერნატიულ სამყაროს აღწერს. ეს ერთდროულად არის გარიყულ თინეიჯერებზე  და პოპულარობაზე. 

პოდკასტში საუბარი ასევე შეეხო ბევრ ისეთ ისტორიას, რომელიც საზოგადოებისათვის უცნობია. ლავმა გაიხსენა კურტ კობეინის დაპირისპირება Pearl Jam-ის ედი ვედერთან. ლავმა გაამხილა, რომ როდესაც ორსულად იყო,  კობეინი Pearl Jam-ის ტრეკის – Jeremy-ის მოსმენის უფლებას არ აძლევდა. 

მოუსმინეთ პოდკასტის სრულ ეპიზოდს:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლანა დელ რეის Say Yes To Heaven 11 წლის შემდეგ გამოიცა

შემდეგი სტატია

Blur - ფოტო: რუბენ ბასტიენ-ლუისი

Blur ახალი ალბომით ბრუნდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი