ზურა ჯავახიას და ლუკა თოფურიას ახალი სიმღერა – „რასმიქვიან შემოდგომა“

„დილით რომ გავიღვიძე, პირველი რაც გავაკეთე – ლეპტოპი გავხსენი და პროექტი ვნახე, რომელიც წინა დღეს გავაკეთეთ. აღმოჩნდა, რომ ორმოცწუთიანი მუსიკალური პროექტი ჩაგვიწერია.“ – ზურა ჯავახია, მუსიკოსი.

„რასმიქვიან შემოდგომა“ ზურა ჯავახიასა და ლუკა თოფურიას ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც 19 მაისს გამოვიდა.

გაზაფხულ-ზაფხულის თბილი ჰანგები, მელოდიური რიტმი და ნოსტალგიური ხასიათი ამ თითქმის ცხრაწუთიან ტრეკს ბოლომდე გასდევს.  „მინდოდა, რომ შენთვის მეთქვა.. დაგივიწყებ, გეფიცები…“ – რომანტიზებული ტექსტით და ჯაზელემენტებით სავსე  მუსიკა, სიმღერის ტკბილი ჟღერადობა, რიტმული ბასი და ჰარმონიული კლავიში საერთო ჯამში კომპოზიციას კრავს და მსმენელს დადებით განწყობას უქმნის.

„22 მარტს, ჩემს დაბადების დღეზე, სახლში ამოვიდნენ მეგობრები, მათ შორის ლუკა თოფურია და ბასისტი, დავით გოგისვანიძე. საბა ზაკალაშვილმა შეაერთა ინსტრუმენტები და წავიდა დაკვრა. ლუკამ თავისი თემის დაკვრა დაიწყო, რომელიც დავითმაც იცოდა; ტეცომ დრამლუპი ააწყო და თემაც ასე შეიკრა. უცებ საბა მიკროფონთან  მივიდა და ჩემი ერთ-ერთი არგამოსული სიმღერის დემო ვერსიის მისამღერის იმპროვიზება დაიწყო, რაც ყველას ძალიან მოგვეწონა. დილით რომ გავიღვიძე, მაშინვე ლეპტოპი გავხსენი, ვნახე პროექტი, რომელიც წინა დღეს გავაკეთეთ და აღმოჩნდა, რომ ორმოცწუთიანი მუსიკალური პროექტი ჩაგვიწერია. ჩანაწერში განუწყვეტლივ ისმის კლავიშისა და ბასის პარტია, უცებ სადღაც საბას ვოკალი  შემოდის, სადღაც ჩემი…

ზედიზედ რამდენჯერმე მოვუსმინე ამ ორმოცწუთიან ჩანაწერს, ავარჩიე ათწუთიანი მონაკვეთი და მის სიმღერად გადაქცევას შევუდექი. ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა მელოდიას ვღიღინებდი. მესამე დღეს უკვე დრამატურგიაც გამოიკვეთა – ამ კომპოზიციას დასაწყისიც ჰქონდა, განვითარებაც და დასასრულიც, მაგრამ იმისთვის, რომ მუსიკა სიმღერად იქცეს, ტექსტია საჭირო. მესამე დღესვე ჩავწერე ვოკალიცა  და ტექსტიც, თუმცა უჩვეულო ისაა, რომ ტექსტი (გარდა ჩემი ორი, რამდენიმე თვით ადრე ჩაწერილი დემოების უკვე არსებული ტექსტისა) დაწერითაც არ დამიწერია, პირდაპირ მიკროფონში ვიმღერე. როცა გადავახვიე, უკვე ჩაწერილი მქონდა. ჩავუგდე ბიჭებს და დავიწყეთ სტუდიაში მუშაობა, ყველაფრის გადაწერა, ცოცხლად ჩაწერა, ბევრი ექსპერიმენტი და ასე შემდეგ. ეს პროცესი ორი თვე გაგრძელდა“- ზურა ჯავახია, მუსიკოსი.

მუსიკისა და ტექსტის ავტორ-შემსრულებელი ზურა ჯავახიაა, მუსიკის ავტორი და კლავიში – ლუკა თოფურია, ბასი – დავით გოგისვანიძე, ბექვოკალი და იდეების გენერატორი – საბა ზაკალაშვილი, დრამი – სოსო ცაგარეიშვილი, პერკუსია, დასარტყამი ინსტრუმენტები – გიორგი ტეცოშვილი, გიტარა – საბა ქასრაშვილი, საქსოფონი – თორნიკე აბულაძე,  ხმის ინჟინერი ნიკა ჩოხელია, ქავერ ილუსტრაცია კი მუსია ქებურიას ეკუთვნის.

მოისმინეთ Zura Javakhia & Luka Topuria „რასმიქვიან შემოდგომა“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნუცა ბუზალაძემ კაილი მინოუგთან ერთად იმღერა

შემდეგი სტატია

Nirvana, კურტ კობეინი MTV-ის პირდაპირი ეთერი, 1993 წლის დეკემბერი.

კურტ კობეინის გიტარა 600 000  დოლარად გაიყიდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი