ერეკლე გეწაძემ ორი განსხვავებული კონცეფციის ალბომი გამოსცა

Works For The Theatre თეატრისთვის დაწერილ მუსიკას აერთიანებს. CHIPTUNEZ კი 8-ბიტიანი კომპოზიციებისგან შედგება.
ერეკლე გეწაძე

ერეკლე გეწაძემ ორი ახალი ალბომი გამოსცა – Works For The Theatre და CHIPTUNEZ. პირველ მათგანში მუსიკოსის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი – სპექტაკლებისთვის შექმნილი მუსიკალური კომპოზიციები გაერთიანდა. 

ერეკლე გეწაძე:

„ძალიან ბევრი სპექტაკლი მაქვს გაფორმებული და არაერთი შემთხვევა იყო, როცა სპექტაკლის მერე იყო დიდი მოთხოვნა მაყურებლის მხრიდან, რომ, აი, „სადმე თუ დევს ეს მუსიკა, რომ მოვუსმინოთ…” წლებია ასე გრძელდება და მე კიდევ არსად არ მედო ეს კომპოზიციები. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ყველა სპექტაკლიდან ამერჩია 2-3 მთავარი კომპოზიცია და ალბომად გამომეცა.”

Works For The Theatre ორ ნაწილად გამოვა. ამ ეტაპზე გამოცემულია ალბომის პირველი ნაწილი, რომელშიც 18 კომპოზიცია შედის. ამჟამად ერეკლე გეწაძე ახალი სპექტაკლის, ზურა გეწაძის „მარტორქების” მუსიკალურ გაფორმებაზე მუშაობს. სპექტაკლისთვის დაწერილი მუსიკა სხვა კომპოზიციებთან ერთად უკვე ალბომის მეორე ნაწილში შევა. 

„საერთოდ მუსიკის კეთება სპექტაკლების გაფორმებით დავიწყე. ეს იყო 2015 წელს, როცა მამაჩემმა, ზურა გეწაძემ დადგა „მეფე ლირი” და შემომთავაზა, ხომ არ გააკეთებდი მუსიკასო. მეც დავფიქრდი. თან მაგ სპექტაკლში ეპიზოდურ როლს თავადაც ვთამაშობ და ჩამერთო ის, რომ, აი, როგორ ვიგრძნობ მე თვითონ თავს ჩემი მუსიკის ქვეშ. პირადად მაქვს გამოცდილი სცენაზე დგომა და მუსიკალურად გაფორმება, ამიტომ ცოტა სხვანაირად აღვიქვამ სპექტაკლის მუსიკას. რაღაცებს არ ვემხრობი, მაგალითად, აი, როცა, მსახიობი ყვირის და ამ დროს მუსიკასაც მთელ ხმაზე უწევენ და მაყურებელი ტაშს უკრავს. ემოცია მოდის ასეთ დროს, ოღონდ მე ცოტა ყალბი მგონია ეს ემოცია. ჩემი გაგებით, სხვანაირად უნდა მოხდეს ამ ეფექტის მიღწევა. კი, ემოცია უნდა გაამძაფროს მუსიკამ, მაგრამ ამას ვერ უნდა მიხვდე. მუსიკა არ უნდა წამოვიდეს პირველ პლანზე და არ უნდა გადაფაროს სპექტაკლი ან მსახიობი. Მუსიკა უნდა იყოს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და მგონია, რომ ამაშია მუსიკოსის სწორი მიდგომა.”

სრულიად განსხვავებულია მუსიკოსის მეორე ალბომი სახელწოდებით CHIPTUNEZ. ალბომი განსაკუთრებით 90-იანი წლების თაობისთვის ნაცნობი – 8-ბიტიანი კომპოზიციებისგან შედგება.

„ეს არის, აი, ბავშვობაში რომ ვთამაშობდით „მარიოს”, ეგეთი მუსიკაა. მე თვითონაც 90-იანების ბავშვი ვარ და ნოსტალგიაა ჩემთვის ეგ ხმა. ასე რომ, კონკრეტულად მაგ ჟღერადობით დავწერე ახალი კომპოზიციები. იდეა მქონდა ასეთი, რომ მაგ ჟანრში რთული ჰარმონიული მუსიკა დამეწერა. ისე აღიქმება, რომ, თითქოს, მარტივია, მაგრამ სინამდვილეში „მარიოს” თემაც რომ ავიღოთ, ჰარმონიულად საკმაოდ რთულია. ასე რომ, მინდოდა, შემექმნა რთული ჰარმონიული სტრუქტურა, რთული რიტმული სტრუქტურა, მერე ცოტა ჯაზისკენაც წავიყვანე და საბოლოოდ ეს ყველაფერი დაგვირგვინდა იმით, რომ მოვიწვიე ჯაზმუსიკოსები – პაპუნა შარიქაძე კლავიშზე, გიგი ცინცაძე გიტარაზე და ელენე კალანდაძე, რომელიც, აი, მაგ ჟღერადობაში რეპავს. “

მუსიკოსზე სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Beyoncé 2023 წლის 10 მაისი RENAISSANCE WORLD TOUR -ის პერფორმანსის დროს სტოკჰოლმში, შვედეთი. ფოტო: კევინ მაზური

Beyoncé-თან ერთად პარიზში გამართულ კონცერტზე მომღერლის შვილმა Blue Ivy-მა იცეკვა

შემდეგი სტატია

ბერლინის კონცერტის შემდეგ როჯერ უოტერსი მწვავე კრიტიკას გამოეხმაურა

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი