Sia-მ საჯაროდ გაამხილა, რომ აუტისტური სპექტრი აქვს

„მხოლოდ ბოლო ორი წელა, რაც ის გავხდი, ვინც ნამდვილად ვარ.“ – თქვა მომღერალმა.
ფოტო: რიკ კერნი/GI

Sia-მ მენტალური ჯანმრთელობის შესახებ საჯაროდ  ისაუბრა. პოდკასტის, სახელწოდებით Rob Has a Podcast ერთ-ერთ ეპიზოდში არტისტმა თქვა, რომ აუტისტური სპექტრი აქვს. 

„ვფიქრობ, ვერავინ შეძლებს გიცნობდეს და უყვარდე, როდესაც საიდუმლოებებით და სირცხვილის გრძნობით ცხოვრობ“- თქვა Sia-მ.  „45 წლის განმავლობაში ისე ვცხოვრებდი, თითქოს ვინიღბებოდი. მხოლოდ ბოლო ორი წელა, რაც ის გავხდი, ვინც ნამდვილად ვარ.“

2020 წელს Sia-მ  დიდი კრიტიკა დაიმსახურა, როდესაც მსახიობი მედი ზიგლერი თავის სადებიუტო ფილმში აუტისტური სპექტრის მქონე პერსონაჟის როლზე დაამტკიცა. სოციალური ქსელების მომხმარებლები, მათ შორის არაერთი ცნობილი ადამიანი, მომღერალს იმის გამო აკრიტიკებდა, რომ გმირის როლზე შესაბამისი სპეციალური საჭიროებების მსახიობი არ დააკავა. მას შემდეგ რაც ამ გადაწყვეტილებას უარყოფითი შეფასებები მოჰყვა, Sia-მ საზოგადოებას ტვიტერის მეშვეობით მოუწოდა, რომ კრიტიკამდე ფილმი ენახათ. 

ნახეთ პოდკასტის ეპიზოდი, რომელშიც Sia-მ აუტისტური სპექტრის შესახებ დიაგნოზზე ისაუბრა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯონი დეპის ტრავმის გამო Hollywood Vampires-მა დაგეგმილი კონცერტები გადადო

შემდეგი სტატია

Tamar – თაკო გაჩეჩილაძის მუსიკალური რებრენდინგი და საერთაშორისო სცენასთან დაკავშირებული გეგმები

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Georgia წარმოგიდგენთ: ახალი თაობის მუსიკოსები – Nemzzz (დიდი ბრიტანეთი) 

Central Cee-ს სადებიუტო ალბომ Can’t Rush Greatness-ის წარმატების შემდეგ, რომელმაც მეცხრე პოზიცია დაიკავა Billboard 200-ში, დიდი ბრიტანეთის რეპი…
მეტი
კეტი პერი The Lifetimes -ის ტურნეს ფარგლებში, 2025 წლის 23 აპრილი, მექსიკა. ფოტო: თეო ვარგო /Getty Images for Katy Perry

კეტი პერიმ ავსტრალიაში ჩატარებული კონცერტის დასასრულს აუდიტორიას ემოციური გამოსამშვიდობებელი სიტყვებით მიმართა

„მადლობა, რომ ყოველთვის ჩემ გვერდით ხართ,“ - უთხრა მომღერალმა თაყვანისმცემლებს.
მეტი