Tbilisi Open Air 2023 – პირველი დღე

„ვფიქრობ ჩვენ ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ თბილისი მთელს მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია. ნებისმიერ დროს, როცა თქვენ მოისურვებთ, რომ ჩვენ დავბრუნდეთ, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით.“ – Tom Odell
Tom Odell
ტომ ოდელი Tbilisi Open Air 2023-ის სცენაზე

პირველ დღეს მსმენელის წინაშე, მთავარ სცენაზე უცხოურ შემსრულებელ Tom Odell-თან და She Past Away-თან ერთად, ქართველი არტისტები: Bedford Falls, Tamada და new comers-ის გამარჯვებული Will kolak წარდგნენ. 

უცვლელ ადგილზე, Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე, სამ დღიანი მუსიკალური ფესტივალი 25 ივნისამდე გაგრძელდება. 

„მუსიკა ათავისუფლებს“ – ეს არის იდეა, რომლის გარშემოც უამრავი მსმენელი თუ არტისტი თავს იყრის, ქმნის „ქომუნითის“, სადაც თავისუფლება, თანასწორობა დიდ წრეს კრავს და ადამიანებს აერთიანებს.

„Tbilisi Open Air-ის იდეა არის თავისუფლება, თანასწორობა და მრავალფეროვნება და აი ამ იდეის გარშემო ერთიანდებიან მსმენელებიც, არტისტებიც, პარტნიორი ორგანიზაციებიც და მნიშვნელოვანია, რომ არსებობს ასეთი ფესტივალი. ფესტივალის იდეა არის ასევე ის, რომ შეზღუდული არ არის კონკრეტულ მიმდინარეობებში და იმიტომ, რომ არის ყველაზე დიდი რეგიონული ფესტივალი, ვცდილობთ დაკმაყოფილდეს ყველანაირი მუსიკალური მსმენელი. ტრადიციულად ოთხი სცენა არის. გამოირჩევიან ქართველი არტისტები, ვისაც პროდუქტიული წელი ჰქონდა. მნიშვნელოვანია, რომ წელს New Comers-ის ოთხი გამარჯვებული გვყავს, აქედან მთავარ სცენას პირველივე დღეს Will kolak ხსნის, ხოლო დანარჩენი სამი (Stuttter, Lucaroi და Anuka in Anmanland) Zinger Stage-ზე წარდგებიან“. – სოფო ებრალიძე, Tbilisi Open Air-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

Tbilisi Open Air ქართველი არტისტებისთვის ყველაზე დიდი პლატფორმაა, რათა ფართო აუდიტორიას მუსიკა გაუზიარონ. 

She Past Away

„Open Air – ჩვენთვის არის ადგილი, სადაც შეგვიძლია განვიტვირთოთ, გამოვხატოთ ჩვენი თავი და გავიცნოთ ხალხი, ვისაც უხარია აქ მოსვლა და ვისაც თავისუფლება უყვარს. თვითონ Open Air უდავოდ გამორჩეული ფესტივალია საქართველოში, ყველასთვის ძალიან საყვარელი და ყველას აქვს საშუალება მოისმინოს ბევრი განსხვავებული ჟანრი. ჩვენც გვიხარია, რომ ამის ნაწილი ვართ წელს.“ – Mechanical Rainbow

„პირველ რიგში გვინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ორგანიზატორებს და ხალხს ვინც შანსი მოგვცა და ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადა, უბრალოდ ვიტყვი, რომ ერთადერთი ნერვიულობის გამო შეიძლება იყოს რთული, თორემ დაკვრის მხრივ საბოლოო ჯამში ჯერ ჩვენ უნდა გვიხაროდეს კონცერტი, რომ მერე ის მუხტი ხალხში გადავიდეს. Tbilisi Open Air ყველაზე დიდი ფესტივალია საქართველოში, რაც სერიოზულ პერსპექტივას და შესაძლებლობას აძლევს არტისტს, რომ გზა გაიკვალოს.“ – Stutter-ის გიტარისტი, ვოკალისტი, დაჩი მდივნიშვილი. 

Stutter

„პირველ რიგში ძალიან დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობა Open Air-ის Main Stage-ის გახსნა და ძალიან ასწორებს ესეთ მაგარ ქართველ და არამარტო ქართველ არტისტებთან სცენის გაზიარება. რა თქმა უნდა New Comers-ების პლატფორმა ისეთი არის, რომ ბევრ ბენდს აძლევს შანსს გამოიჩინონ თავი. აქ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი მიზანია რომ ყველა გავერთოთ, მოძრაობაში ვიყოთ და მუსიკა ნამდვილად ათავისუფლებს.“ – Will Kolak-ის ვოკალისტი, თორნიკე ცორიკიშვილი.

Will Kolak-ის ვოკალისტი, თორნიკე ცორიკიშვილი

Main Stage, Zinger Stage, Eye Stage და Zion Garden ფესტივალის ოთხი განსაკუთრებული და ერთმანეთისგან განსხვავებული სცენებია, სადაც თითქმის ყველანაირი მუსიკალური მიმდინარეობის მსმენელის გემოვნება კმაყოფილდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საკლუბო მუსიკის მოყვარულებს ფესტივალი ღამის ბილეთებსაც სთავაზობს.

Bedford Falls 
Tamada

პირველი დღის დამაგვირგვინებელი მომენტი,  მთავარი სცენის მთავარი არტისტის Tom Odell-ის გამოსვლა იყო, როცა მან სხვა ცნობილ ჰიტებთან ერთად ყველასთვის საყვარელი სიმღერა – Another Love შეასრულა.

Tom Odell

„ერთი რაღაცის თქმა მინდა, მე და ჩემი სამი მეგობარი  მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრს ვმოგზაურობთ, ვუკრავთ მუსიკას და ამაში ძალიან გაგვიმართლა. ვფიქრობ, ჩვენ ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ თბილისი მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი  ყველაზე ლამაზი ქალაქია. ნებისმიერ დროს, როცა თქვენ მოისურვებთ, რომ ჩვენ დავბრუნდეთ, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით.“ – Tom Odell-მა Tbilisi Open Air-ის პირველი დღე სწორედ ამ სიტყვებით დახურა. 

ნახეთ Tom Odell-ის ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლადოს კიდობანი 

შემდეგი სტატია

Kaleo და Rejjie Snow Tbilisi Open Air-ის სცენაზე – მეორე საფესტივალო დღის მიმოხილვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი