Coolio-ს გარდაცვალების შემდგომ ალბომი Long Live Coolio გამოვა. ნახეთ მასში შესული სიმღერები

კრებულში შესული იქნება Treach-ის, J-Dee-ს და Ras Kass-ის სიმღერები.
Coolio Riot Fest-ზე 2022 წლის 18 სექტემბერს, ჩიკაგო. ფოტო: დანიელ ბოჩარსკი.
Coolio Riot Fest-ზე 2022 წლის 18 სექტემბერს, ჩიკაგო. ფოტო: დანიელ ბოჩარსკი.

Coolio-ს ბოლო პროქტში მოწვეული სტუმრის სტატუსით არიან Naughty By Nature-დან Treach, Da Lench Mob-დან J-Dee და Ras Kass. 

7 ივლისს, Coolio-ს წარმომადგენლებმა მომავალი LP-ის გამოსვლა Associated Press-ს გაუზიარეს. კრებული 11 სიმღერას მოიცავს და ის წლის ბოლოს გამოვა.

A Star Is Born უკანსკნელი ტრეკია, რომელიც Treach-ის, MC Shan-ის, Coolio-ს და მისი დიდი ხნის პროდიუსერის DJ Wino  ურთიერთანამშრომლობით შეიქმნა. 

„როდესაც Coolio-ს ვერსია მოვისმინე, ვიფიქრე, რომ ის კიდევ აქ არის, ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ მასზე ხშირად იფიქრონ. ეს ჩვენი ოჯახის წევრების სახელების შენარჩუნებისთვის კეთდება. Tupac-მა ვარსკვლავი ჰოლივუდში სულ ახლახან მიიღო.“ – თქვა  Treach-მა.

Coolio 2022 წლის სექტმბერში ნარკოტიკული ზემოქმედების შედეგად გარდაიცალა. 2023 წლის მარტში Coolio-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჰიპ-ჰოპის ლეგენდა გარდაცვალებამდე ალბომზე მუშაობდა.

DJ Wino-ს თქმით ალბომის 75% Coolio-ს სიკვდილამდე დასრულებული იყო. „მან ეს ჩვენთვის გააკეთა, ჩვენ ეს გზა უნდა გაგვეარა, პატარ-პატარა ნაბიჯებით, ჯარისკაცებივით მივყვებოდით მას.“ –  თქვა DJ Wino-მ  Long Live Coolio-ს ალბომის დასრულებისას.

ნომინაციაში „საუკეთესო სოლო-რეპ შესრულებელი“ Coolio-მ სიმღერისთვის Gangsta’s Paradise „გრემი“ მიიღო. სიმღერამ 2022 წელს YouTube-ზე მილიარდი ნახვა დააგროვა.

რეპერის გამორჩეული ჰიტებია: 1994 წელს გამოსული Fantastic Voyage, 1996 წელს – 1, 2, 3, 4 (Sumpin’ New) და 1997 წელს – C U When U Get There. Coolio  „გრემის“ ნომინაციაზე ექვსჯერ იყო წარდგენილი.

Ნახეთ ალბომ Long Live Coolio-ს სიმღერების სრული სია:

Shine On Me

Got That

Notice Me  – (feat. Ras Kass)

Fast Pace – (feat. Kid Frost)

I’m Wit That BS – (feat. J-Dee from Da Lench Mob)

TAG You It  – (feat. Too $hort)

A Star Is Born – (feat. Treach from Naughty By Nature)

Belly of the Beast – (feat. Cejaz Negraz)

Snitch’N

Stand Up Beat It Hit It – (feat. Jay Chris)

R Thentic – (feat. Kurupt & Chill)

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

საბინა ჭანტურია –  ქართული წარმოშობის შვედი არტისტის მუსიკალური კარიერა

შემდეგი სტატია

ბილი აილიში 2023 წლის Met Gala-ზე. ნიუ-იორკი. ფოტო: კრისტოფერ პოლკი

ბილი აილიში კონცერტის დროს არტისტების მისამართით საგნების სროლის ფაქტებს ეხმიანება

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარის გამოსვლა ყველა დროის ყველაზე ყურებადი Halftime Show გახდა

შოუს 133.5 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რაც როგორც თავად Super Bowl-ის, ასევე მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული Halftime Show-ს მაყურებელთა რაოდენობასაც აჭარბებს.
მეტი

სერენა უილიამსი ყველასთვის მოულოდნელად კენდრიკ ლამარის Super Bowl Halftime Show-ზე გამოჩნდა

ფანების აზრით, Not Like Us-ის დროს ჩოგბურთის ლეგენდის გამოჩენა დრეიკისთვის კიდევ ერთი სილის გაწვნა იყო.
მეტი

კანიე უესტის თქმით, ბიანკა სენსორი მას აუტისტური სპექტრის დიაგნოზის დასმაში დაეხმარა

რეპერი ამბობს, რომ მისთვის მანამდე დასმული ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი არასწორი იყო.
მეტი