Will.i.am-მა და ბრიტნი სპირსმა სიმღერა Mind Your Business გამოუშვეს

Mind Your Business სპირსისთვის პირველი მუსიკალური ნამუშევარია მას შემდეგ, რაც 2016 წელს ალბომი სახელწოდებით Glory გამოსცა.
ბრიტნი სპირსი
Allen Berezovsky/WireImage

Will.i.am-მა და ბრიტნი სპირსმა ახალი ერთობლივი ტრეკი, სახელწოდებით Mind Your Business გამოუშვეს. ეს Will.i.am-ის და სპირსის მეორე მუსიკალური თანამშრომლობაა მას შემდეგ, რაც 2012 წელს არტისტებმა Scream & Shout ჩაწერეს. 

ახალი სიმღერა Mind Your Business გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაანონსდა. აღსანიშნავია, რომ ტრეკში მსმენელს ესმის ფრაზები, რომლებიც Scream & Shout-ის ტექსტში ჟღერდება. 

Scream & Shout არტისტებისათვის წარმატებული თანამშრომლობა იყო. ჰიტი  Billboard Hot 100-ის ჩარტერში მე-3 ადგილს იკავებდა, მუსიკალურ ვიდეოს კი Youtube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა აქვს. რაც შეეხება ახალ სიმღერას, Mind Your Business სპირსისთვის პირველი მუსიკალური ნამუშევარია მას შემდეგ, რაც 2016 წელს ალბომი სახელწოდებით Glory გამოსცა. 

ახალი ტრეკის დაანონსებას წინ ბრიტნის მემუარების გამოცემის შესახებ სიახლე უძღოდა. მომღერლის მემუარები, რომელსაც აუდიტორია დიდხანს ელოდა უკვე დაიბეჭდა და მისი გამოცემის თარიღიც ცნობილია. გამომცემლობამ, სახელწოდებით  Simon & Schuster imprint Gallery Books განაცხადა, რომ ავტობიოგრაფიული წიგნის The Woman in Me მკითხველისათვის ხელმისაწვდომი  2023 წლის 24 ოქტომბრიდან იქნება.

მოუსმინეთ სიმღერას Mind Your Business:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კელი როულენდის თქმით, ბიონსეს შვილის სქესის გაგების ცერემონიის ჩაშლა მისი ცხოვრების ყველაზე ცუდი მომენტი იყო

შემდეგი სტატია

ტონი ბენეტი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი