მორისი იმ ადამიანებს ეხმაურება, ვინც შინეიდ ო’კონორის გარდაცვალებაზე მწუხარებას გამოთქვამენ: „თქვენ მას აქებთ მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან გვიანია”

„ერთი ადგილი არ გყოფნიდათ, რომ მისთვის მაშინ დაგეჭირათ მხარი, როცა ცოცხალი იყო და სჭირდებოდით.”
მორისეი
Jim Dyson/Getty Images

შინეიდ ო’კონორის გარდაცვალების შემდეგ მომღერლის ფანები და მეგობრები მუსიკალური სამყაროდან გლოვას განაგრძობენ. ბევრს საუბრობენ მის ტალანტსა და აქტივიზმზე. თუმცა მორისი მათ მწვავედ უპირისპირდება. The Smiths-ის სოლისტმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაგმო ყველა, ვინც გარდაცვლილ მომღერალს ახლა „ლეგენდად” ან „ხატად” მოიხსენიებს, თავის დროზე კი გამბედაობა არ ჰყოფნიდა, რომ მისთვის მხარი სიცოცხლეში დაეჭირა. 

„მასზე უარი თქვა თავისმა ლეიბლმა მას შემდეგ, რაც 7 მილიონი ალბომი გაყიდა. კი, მას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, მაგრამ არასდროს გამხდარა უინტერესო. მას ცუდი არაფერი ჩაუდენია. ასეთ მომღერლებს კი არასდროს აქებენ, სანამ არ გარდაიცვლებიან – მაშინ, როცა უკვე პასუხს ვეღარ გასცემენ. თქვენ მას ახლა აქებთ მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან გვიანია… ისეთი სულელური იარლიყებით, როგორებიცაა „ხატი” და „ლეგენდა.” თავის დროზე კი ერთი ადგილი არ გყოფნიდათ, რომ მისთვის მხარი დაგეჭირათ, როცა ცოცხალი იყო და სჭირდებოდით.”

მორისიმ პირდაპირ დაასახელა მედია და მუსიკალური პროდიუსერები, რომლებიც საჯაროდ დასცინოდნენ ო’კონორს და რომელთაც მისი თქმით, მომღერალს დანებებისკენ უბიძგეს. 

„პრესა არტისტებს მავნებლებად ნათლავს იმის გამო, რაზეც მათ არ დასთანხმდნენ… და ისინი შინეიდს მოსაწყენს, მსუქანს და გიჟს ეძახდნენ… მაგრამ არა დღეს! მუსიკალური პროდიუსერები, რომლებიც ღიმილით ეუბნებოდნენ მას უარს აქტივიზმის გამო, დღეს რიგში დგანან, რომ მას „ფემინიზმის ხატი” დაუძახონ. 15-წუთიანი „სელებრითები” და ჯოჯოხეთის გობლინები კი ტვიტერში შეხტნენ, რომ თავიანთი ბოდიალი დაწერონ… მაშინ, როცა ეს თქვენ იყავით, ვინც შინეიდს არწმუნებდით, რომ დანებებულიყო… ”

მორისისთვის შინეიდ ო’კონორის გარდაცვალება მოულოდნელი არ ყოფილა. 

„Რატომ უკვირს ვინმეს შინეიდ ო’კონორის გარდაცვალება? და ვინ იზრუნა, რომ ჯუდი გარლანდი, უიტნი ჰიუსტონი, ემი უაინჰაუსი, მერლინ მონრო, ბილი ჰოლიდეი გადაერჩინათ? სად წახვალ, როცა სიკვდილი საუკეთესო გამოსავალი ხდება? ეს მუსიკალური სიგიჟე შინეიდის ცხოვრებად ღირდა? არა, არ ღირდა. ის იყო გამოწვევა და მას ჰქონდა გამბედაობა, ესაუბრა მაშინ, როცა ყველა ჩუმად იყო. მას შეურაცხყოფდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ნამდვილი იყო.”

წაიკითხეთ მორისის განცხადება

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შინეიდ ო კონორი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

დრეიკმა აუქციონზე თუფაქის გვირგვინიანი ბეჭედი შეიძინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი