„ჯენ სალამი მეგობარო, როცა გავიგე, რომ დღეს შენც ესწრებოდი კონცერტს ძალიან ავღელდი. იმედი მაქვს გაერთობი, მე ხელს დაგიქნევ. სიყვარულით ტეილორი.“ – წერია ბარათში.
ალიშა კისმა ინსტაგრამ პოსტში ტეილორის და ჯენეისის პირველი შეხვედრაც გაიხსენა, რომელიც 2019 წელს, iHeart Radio Music-ის დაჯილდოებაზე შედგა.
„მინდა შენდამი დიდი სიყვარული გამოვხატო @taylorswift, შენ დიდი ლამაზი სულის პატრონი ხარ, რომელიც ყველას თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებს, ჯენესისი შენ გაღმერთებს.“ – წერს ალიშა ინსტაგრამზე.
ხუთშაბათს ტეილორ სვიფტის კონცერტს ლოს-ანჯელესში კობი ბრაიანტის მეუღლე ვანესა და მისი ქალიშვილი ბიანკაც დაესწრნენ, სადაც პოპ-ვარსკვლავი შუა კონცერტის დროს ბიანკას გულმხურვალედ გადაეხვია.
თორმეტ გზის გრემის მფლობელი ტეილორ სვიფტი SoFi-ს სტადიონზე კიდევ სამ კონცერტს გამართავს. შემდეგ კი პოპ-ვარსკვლავი ლათინო ამერიკაში, აზიაში, ავსტრალიასა და ევროპაში გასვლით ტურებს გეგმავს. 2024 წლის შემოდგომაზე კი მომღრალი შტატებს ტურნეს მეორე რაუნდით დაუბრუნდება.
იხილეთ ტეილორ სვიტისადმი მიძღვნილი ალიშა კისის პოსტი ინსტაგრამზე.