დუა ლიპა ახალ ალბომზე მუშაობს და გულშემატკივარს მისი ჟღერადობის შესახებ მცირე დეტალებს უზიარებს.
ალბომი, რომლის გამოსვლაც 2024 წელს იგეგმება, ისევ პოპი იქნება, მაგრამ, როგორც ლიპა ამბობს, 1970-იანი წლების ფსიქოდელიური ჟღერადობით. გავრცელებული ინფორმაციით, დუა ლიპა პროექტზე Tame Impala-ს კევინ პარკერთან ერთად მუშაობს, რაზეც მომღერალმა ხუმრობით უპასუხა: „არ ვიცი, რაზე საუბრობთ.”
„წარმოდგენა არ გაქვს, რა რეაქცია მოჰყვება, როცა გამოვა. ამიტომ მაინც ნერვიულობ,” – ამბობს ლიპა მიმდინარე პროექტზე, რომელსაც „უფრო პირადს” უწოდებს.
მანამდე ლიპამ მესამე ალბომზე „ვოგთან” ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის თვითგაძლიერებას ეხმაურება: „მე ნამდვილად გავიზარდე. ჩემს ცხოვრებას უკვე თავად წარვმართავ და არ მეშინია რაღაცებზე ლაპარაკის. ეს არის იმის გააზრება, თუ რა მინდა მე.”
ახალი ალბომი მოჰყვება ლიპას მეორე ალბომს Future Nostalgia, რომელიც Billboard-ის 200 ალბომის ჩარტის მესამე ადგილზე მოხვდა და 2021 წლის საუკეთესო პოპალბომისთვის გრემი დაიმსახურა.