გია ყანჩელისადმი მიძღვნილი ფესტივალი

„წელს საქართველოში შოვის ტრაგედიის გამო ძალიან მძიმე დღეებია და დღევანდელი და ხვალინდელი კონცერტები, რომელიც კლასიკური ჟანრია რა თქმა უნდა ამ მძიმე ტრაგედიას მიეძღვნება, ალბათ ბატონი გიაც ზუსტად ესე მოიქცეოდა.“ – თეონა ჯორბენაძე, ფესტივალის და კონცეპტArt-ის სამხატვრო ხელმძღვანელი.

9-15 აგვისტოს ბათუმში გია ყანჩელისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართება.

10 აგვისტოს ლეგენდარულ ქართველ კომპოზიტორს გია ყანჩელს 88 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt უკვე მეოთხე წელია სხვადასხვა შემოქმედებითი პროექტით აღნიშნავს. წელს ბათუმში გია ყანჩელისადმი მიძღვნილი ხუთი საფესტივალო საღამო გაიმართება და ფესტივალის პირველი ორი დღე 9-10 აგვისტო, შოვში, სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნება.

„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ 10 აგვისტო და მიმდინარე დღეები ჩვენთვის მრავალი წელია ძალიან ძვირფასია, იმიტომ რომ გია ყანჩელის დაბადების დღეა, რომელთანაც ჩვენ შემოქმედებით ოჯახს, არამხოლოდ საქმიანი ურთიერთობა, არამედ ძალიან დიდი მეგობრობა გვაკავშირებდა. ყოველთვის ვცდილობდით 10 აგვისტოს მისთვის სიურპრიზი გაგვეკეთებინა. მას შემდეგ რაც ბატონი გია აღარ არის ამ დანაკლისს მისდამი მიძღვნილი საფესტივალო პროგრამით ვივსებთ. პირველ წელს გვქონდა პანდემიის დროს „უღრან ტყეში“ ღონისძიება, მას შემდეგ ბათუმში გვაქვს საფესტივალო პროგრამა. თვითონ ბატონ გიას არ ჰქონდა ჩარჩოები მუსიკაში. მისთვის მუსიკაში ჟანრობრივი ჩარჩოები არ არსებობდა. მას ძალიან მოსწონდა რეპიც, ჯაზიც, მთავარი იყო ყოფილიყო ხარისხი და რა თქმა უნდა მისი კლასიკური შესრულება, კინოსა და თეატრისადმი შექმნილი ნაწარმოებები, სწორედ ამიტომ ჩვენც ვცდილობთ ეს ფესტივალი, რომელსაც კონცეპტArt წარადგენს მრავალჟანრული იყოს და ასევე მაქსიმალურად იყვნენ ახალი თაობის წარმომადგენლები ჩართულნი. 

წელს საქართველოში შოვის ტრაგედიის გამო ძალიან მძიმე დღეებია და დღევანდელი და ხვალინდელი კონცერტები, რომელიც კლასიკური ჟანრია რა თქმა უნდა ამ მძიმე ტრაგედიას მიეძღვნება, ალბათ ბატონი გიაც ზუსტად ესე მოიქცეოდა.“ – თეონა ჯორბენაძე ფესტივალის და კონცეპტArt-ის სამხატვრო ხელმძღვანელი.

საფესტივალო პროგრამა 9 აგვისტოს იხსნება და 15 აგვისტომდე გაგრძელდება, გახსნის დღეს „ლე მერიდიენში“ საერთაშორისო აღიარების ჩელისტი ლიზი რამიშვილი და ამერიკიდან მოწვეული პიანისტი არსენი მუნი წარდგებიან.  10 აგვისტოს  კი გია ყანჩელის იუბილეს კინოსა და თეატრისთვის შექმნილი პიესები გაჟღერდება, რომელსაც ცნობილი პიანისტი ნინო ჟვანია და უკრაინიდან მოწვეული მევიოლინე გრიგორი ამბარცუმიანი შეასრულებენ.

ფესტივალის მესამე დღეს, 13 აგვისტოს ღონისძიება საკონცერტო სივრცე „სფეროში“ გადაინაცვლებს სადაც ყველასთვის საყვარელ მელოდიებს  ნიკოლოზ რაჭველი, ლიზა ბაგრატიონი და ნატო მეტონიძე ლევან დეისაძესთან და ზაზა ცერცვაძესთან ერთად შეასრულებენ.

14 აგვისტოს მაყურებელს შესაძლებლობა ექნება დაესწროს მერაბ სეფაშვილისა და ახალი თაობის მუსიკოსების თანამშრომლობით შექმნილ პროექტს – „დიალოგი ზღვასთან“. მონაწილეობენ – ნიკა ნიკვაშვილი, ლიზი რამიშვილი, პაატა ანდრიაძე, ლაშა დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, ლევან დეისაძე, ეკა დოლიძე, ბექა ცხომელიძე. 

15 აგვისტოს ფესტივალის საზეიმო დახურვას კვლავ „სფერო“ უმასპინძლებს, სადაც საღამოს კონცეფცია და დრეს კოდი WHITE PARTY იქნება. დამსწრე საზოგადოება ახალი თაობის გამორჩეული არტისტების მიერ ჯაზის, ელექტრონული და საავტორო მუსიკის სინთეზით შექმნილ მუსიკალურ პერფორმანსს იხილავენ. ფესტივალის დასკვნითი დღის მონაწილეები არიან: ლიზი რამიშვილი, ლუკა თოფურია, თემურიკო დიასამიძე, პაპუნა შარიქაძე, ლაშა დეისაძე, გიორგი კაპანაძე, დათო გოგისვანიძე, სპეციალური სტუმარი კი ნოდარიკო ხუციშვილია.

კონცეპტArt-თან ერთად ფესტივალის წარმდგენები არიან თიბისი კონცეპტი და Mastercard,  გენერალური პარტნიორი  –  „ლუტეცია“.  

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ tkt.ge-ს პლატფორმაზე:

tkt.ge/FestivaldedicatedtoGiyaKancheli

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიფტი და ალიშია კისი 2019 წლის 14 მარტს iHeartRadio Music Awards-ზე. ლოს-ანჯელესი. ფოტო: ჯეფ კრავიცი

ალიშა კისის გულთბილი გზავნილი ტეილორ სვიფტს

შემდეგი სტატია

დუა ლიპა მესამე ალბომისთვის ახალ ჟღერადობაზე მუშაობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი