The Killers – XXI საუკუნის ერთ-ერთი გავლენიანი და წარმატებული როკ-ბენდი

15 აგვისტოს, საქართველოში, Starring Georgia-ს ფარგლებში Black Sea Arena-ზე, The Killers წარდგება, სადაც მსმენელს დაუვიწყარი და განსაკუთრებული შთაბეჭდილებები ელის.
The Killers
The Killers

ამერიკული როკ-ბენდი The Killers 2001 წელს ლას ვეგასში ჩამოყალიბდა. ბენდმა პოსტ-პანკისა და ახალი, უნიკალური მუსიკალური ჟღერადობით პოპულარობა მალევე მოიპოვა.

ჯგუფის შემადგენლობაში არიან: ვოკალისტი ბრენდონ ფლაუერსი, გიტარისტი დეივ კუნინგი, ბასისტი მარკ სტერმერი და დრამერი რონი ვანუჩი უმცროსი.

2001 წელს ბრენდონ ფლაუერსი სინთ-პოპ ტრიოში Blush Response-ში უკრავდა. ბენდიდან წამოსვლის შემდეგ ახალი ჯგუფის ჩამოყალიბებას შეუდგა. ლას-ვეგასში გაზეთში დეივ კუნინგის განცხადება ამოიკითხა. ისინი ერთმანეთს დაუკავშირდნენ და კუნინგის ბინაში მუსიკალური სტუდია მოაწყვეს.

2001 წლის აგვისტოში, ცნობილმა ბენდმა New Order სინგლი Crystal გამოუშვა, სადაც მუსიკალურ ვიდეოში დრამზე ამოტვიფრულია გამოგონილი ბენდის წარწერა Killers. სწორედ ამ წარწერით შთაგონებულმა ბრენდონ ფლაუერსმა მუსიკალურ კოლექტივს ეს სახელი უწოდა.

2001 წლის ნოემბერში Killers-ის ბენდის წევრები ნევადაში Kill the Messenger Studio-ში, სიმღერების Mr. Brightside-ის და Desperate-ის დემო ვერსიის ჩასაწერად გაემგზავრნენ. ერთი თვის თავზე, მათ ახალი სიმღერები ჩაწერეს: Under the Gun და Replaceable.

The Killers-ის სადებიუტო სინგლი Mr. Brightside 2000-იანი წლების ჰიმნად იქცა, რომელიც დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ ტრეკად ითვლება.

ბენდის სადებიუტო ალბომი Hot Fuss 2004 წელს  ჯეფ ზალცმანის ხელმძღვანელობით გამოვიდა, რასაც დიდი წარმატება მოჰყვა და შეფასდა, როგორც ახალი ტალღის პოსტ-პანკ მუსიკა. ალბომში შესულია ისეთი სიმღერები, როგორიცაა Mr. Brightside, Somebody Told Me და All This Things That I’ve Done.

ბრენდონ ფლაუერსის თქმით, მისი მუსიკალური სტილის ჩამოყალიბებაზე ისეთმა ბენდებმა იქონია გავლენა, როგორიცაა Oasis, The Smiths და Duran Duran.

ბენდის მეორე სტუდიური ალბომი Sam’s Town 2006 წელს გამოვიდა, სადაც უფრო იგრძნობა მუსიკალური სტილი და ინდივიდუალური ჟღერადობა. ეს ნათლად ჩანს სიმღერებში: When You Were Young და Read My Mind.

2008 წელს გამოსულ ალბომში Day & Age-ში შესულია სინგლი Human, რომელმაც ჯგუფის მუსიკალური ჟღერადობა – სინთ-პოპი და დენს-როკი კიდევ უფრო მკვეთრი და სახასიათო გახადა. Day & Age დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ჰიტ-ჩარტებში პირველ ადგილზე, Billboard 200-ის ალბომის ჩარტში კი მეექვსე ადგილზე გავიდა. 

Battle Born ბენდის მეოთხე სტუდიური ალბომია, რომელიც 2012 წელს გამოვიდა. ალბომის გამოსვლის შემდეგ The Killers-მა მუსიკალური პაუზა აიღო, რა დროსაც ბრენდონ ფლაუერსმა და რონი ვანუჩი უმცროსმა სოლო პროექტები შექმნეს. 

The Killers- ფოტო: ანტონ კორბინი

2017 წელს  ბენდი კვლავ შეიკრა და მეხუთე სტუდიური ალბომი Wonderful Wonderful გამოსცა, რომელიც Billboard 200-ის ჩარტებში პირველ ნომრად წარდგა. ამ ალბომში შესულია სიმღერები The Man და Run for Cover.

კარიერის განმავლობაში The Killers მრავალჯერ იყო ნომინირებული და დაჯილდოებული, ბენდი „გრემის“ ნომინაცია BRIT Awards-ის მფლობელია. 2005 წელს ჯგუფი „გრემის“ სამ ნომინაციაშიც  მოხვდა, მათ შორის, როგორც „წლის საუკეთესო როკ-ალბომი“ Hot Fuss-თვის.

ჯგუფი სხვადასხვა საქველმოქმედო კამპანიებში აქტიურად არის ჩართული. ეს კამპანიებია შიდსის შესახებ ცნობიერების ამაღლება, სოციალური პრობლემების აღმოფხვრა, სიღარიბის დაძლევა,  კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საქველმოქმედო აქცია და სხვა. 

ბენდის გამორჩეულმა მუსიკამ და ვოკალისტის ბრენდონ ფლაუერსის უნიკალურმა ხმამ The Killers დიდი აღიარება მოუპოვა. საერთაშორისო მუსიკალურ არენაზე კი ბენდი XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული და გავლენიანი ჯგუფის სტატუსს იკავებს.

Black Sea Arena-ზე 15 აგვისტოს, The Killers-ის კონცერტამდე, მსმენელი ქართული სცენის გამორჩეულ და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბენდს LOUDspeakers მოისმენს. 

LOUDspeakers-ის ფრონტმენი – ლევან ლაუდაძე 

ხუთი ნაკლებად ცნობილი ფაქტი The Killers-ის შესახებ

The Killers თავდაპირველად The Genius Sex Poets სახელით გამოდიოდა. 2001 წელს კი The Killers-ის სახელი საბოლოოდ დაიმკვიდრეს.

The Killers-ის პირველი ლაივ კონცერტი ლას ვეგასში ყავის სახლში Cafe Espresso Roma-ში შედგა. შოუში მხოლოდ ბენდის ორი წევრი ბრენდონ ფლაუერსი და დეივ კუნინგი იღებდნენ მონაწილეობას, რადგან ბენდი იმ დროისთვის არ იყო სრულად ჩამოყალიბებული.

The Killers – ფოტო: ოლივია ბიი

2004 წელს The Killers Morrissey-ს ბენდ The Smiths-ის ყოფილი ვოკალისტის შოუს წინ გამოსვლა შესთავაზეს, თუმცა საბოლოოდ თანამშრომლობა კონფლიქტის გამო არ შედგა.

The Killers ადრეულ პერიოდში სიმღერა Desperate აქვს დაწერილი, რომელიც მათ არც ერთ ალბომში არ მოხვედრილა. ის უმეტესად მხოლოდ ერთგული გულშემატკივრებისთვის არის ცნობილი.

2006 წელს The Killers-მა ცნობილ მუსიკოსს ლუ რიდთან სიმღერა Tranquiliz-ზე იმუშავა. ტრეკი მათ კომპილაციურ ალბომშია (Sawdust) შესული. ეს თანამშრომლობა ბენდისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი იყო, რადგან ლუ რიდი ბენდისთვის მუსიკალური ინსპირაციის წყაროა. 

 The Killers-ის კონცერტის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე:

https://bsa.ge/ge/events/thekillersstarringgeorgia

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ცოტნე ზედგენიძე, ნობუიუკი ცუჯი.

წინანდლის ფესტივალის ფარგლებში მსმენელის წინაშე ცოტნე ზედგინიძე და ნობუიუკი ცუჯი წარდგებიან

შემდეგი სტატია

კაილი მინოუგი მადონას სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიუს სპრინგსტინი - 2024 წლის 18 ივლისი, სტოკჰოლმი Iwi Onodera/Redferns

ბრიუს სპრინგსტინი გამოსამშვიდობებელი ტურნეს შესახებ ჭორებს უარყოფს – „ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ”

„რას ვემშვიდობებით, როცა ათასობით გულშემატკივარს შენი ნახვა უხარია?“ - განუცხადა ბრიუს სპრინგსტინმა ფილადელფიაში შეკრებილ აუდიტორიას.
მეტი
ტეილორ სვიფტი Eras ტურნეზე, 2024 წლის 21 ივნისი ლონდონი, უემბლის სტადიონი. ფოტო: კევინ მაზური

უემბლის სტადიონმა ტეილორ სვიფტს Eras ტურნეს აღსანიშნავად სპეციალურად მისთვის დამზადებული გიტარა აჩუქა

პოპ-ვარსკვლავი პირველი სოლო არტისტია, ვინც უემბლის სტადიონზე ტურნეს განმავლობაში რვაჯერ წარდგა სცენაზე
მეტი
ტეილორ სვიფტი The Eras Tour-ის ფარგლებში ამსტერდამში, იოჰან კრუიფ არენაზე, 2024 წლის 5 ივლისი. ფოტო: ადლარა ზარაოა/ Getty Images TAS Rights Management

ტეილორ სვიფტმა სიმღერა imgonnagetyouback ცოცხალი შესრულების დროს პირველად იმღერა

ტეილორ სვიფტის ახალ ალბომში შესული სიმღერა imgonnagetyouback ცოცხლად პირველად ამსტერდამში ჩატარებული კონცერტის დროს შესრულდა
მეტი