თამადა თავისი პირველი ელექტრონული კომპოზიციის ახალ ვერსიას აზიარებს

Homeless მუსიკოსმა 2013 წელს დაწერა.

თამადას გულშემატკივარი მის ახალ ალბომს ელოდება. თუმცა ალბომის გამოსვლამდე მუსიკოსმა გადაწყვიტა, ძველი კომპოზიციებისთვის გადაეხედა და მსმენელისთვის მათი ახლებური ვერსიები შეეთავაზებინა. პირველი ასეთი კომპოზიციაა Homeless, რომელიც თამადამ 2013 წელს შექმნა. 

თამადა:

„ახალი ალბომი დავასრულეთ. Leno Records-ში დავაბალანსეთ, დავამასტერეთ. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ იბეჭდება ფირფიტაზე და ამ ყველაფერს იმაზე მეტი დრო სჭირდება, ვიდრე მეგონა, მოვიწყინე. ამ მოწყენილობამ კი ძველი შეგრძნებები გამიღვიძა და დავიწყე წინა პროექტის – Lasha Chapel-ის ტრეკებში ქექვა. ისე მოხდა, რომ რამდენიმე დღეში თავიდან ჩავწერე და დავასრულე ბევრი ძველი კომპოზიცია თუ სიმღერა. და გამიჩნდა ისეა, რომ დროდადრო გაგიზიაროთ ჩემი ძველი მეს ქავერები.

პირველი გახლავთ Homeless, რომელიც 2013 წელს პირველი ჩემით გაკეთებული ელექტრონული მუსიკა იყო. დაუვიწყარი დღეები მაჩუქა ამ სიმღერის გადაკეთების პროცესმა. თითქოს, ძველ მესთან დამაბრუნა და დროში მამოგზაურა. იმედია, მოგეწონებათ და ბოდიშშიც ჩამითვლით, ახალი ალბომის ასე გაწელვისთვის.”

Homeless-ის პრემიერა 17 აგვისტოს ბათუმის Mono Hall-ში გამართულ თამადას კონცერტზე შედგა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მსახიობი გოგი ხარაბაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

ვინ არის ყველა დროის საუკეთესო როკ სოლისტი

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი