მსახიობი გოგი ხარაბაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

გოგი ხარაბაძე საქართველოს სახალხო არტისტის წოდებას ატარებდა. მას კულტურის სფეროს არაერთი ავტორიტეტული და მნიშვნელოვანი პრემია აქვს მიღებული.

მსახიობი, რეჟისორი და მწერალი გიორგი (გოგი) ხარაბაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა დაადასტურა. „რუსთაველის ეროვნული თეატრისთვის უდიდესი ტკივილია საქართველოს სახალხო არტისტის გოგი ხარაბაძის გარდაცვალება!“ –  ვკითხულობთ თეატრის მიერ სოციალური მედიის მეშვეობით გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

გოგი ხარაბაძე 1942 წლის 12 ივლისს დაიბადა. თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ,  1963-1994 წლებში იყო რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი. მისი სამსახიობო შემოქმედებითი მოღვაწეობა არაერთ ცნობილ სპექტაკლსა და ფილმს აერთიანებს.

გოგი ხარაბაძემ სხვადასხვა დროს გამოსცა საავტორო წიგნები: „თქვენ მომაგონდით“, „კოქსართროზი“, „წყნარად, წარსულო, წყნარად“, „მოთხრობები და მიძღვნები“, „სისხლიანი მეოცე“, „პირველი“, „თამადა“, „სახლი რუსთაველზე“.

გოგი ხარაბაძე საქართველოს სახალხო არტისტის წოდებას ატარებდა. მას კულტურის სფეროს არაერთი ავტორიტეტული და მნიშვნელოვანი პრემია აქვს მიღებული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Artwork by tibatve

kordz x Bedford Falls – KINO remix

შემდეგი სტატია

თამადა თავისი პირველი ელექტრონული კომპოზიციის ახალ ვერსიას აზიარებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

მადელინ მონტოია Courtesy

მადელინ მონტოია Billboard-ის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა

მადელინ მონტოია დიზაინერების გუნდს Billboard-ის სარედაქციო, მულტიმედიური, ბრენდირებული კონტენტის და ექსპერიმენტული პროექტების მიმართულებით უხელმძღვანელებს.
მეტი

თბილისში მუსიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის (FIM) ევროპული ფორუმი გაიხსნა

აღსანიშნავია, რომ ამ რანგის პროფესიული ფორუმი რეგიონში პირველად იმართება, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მუსიკალურ სივრცეს საერთაშორისო პროფესიულ დიალოგში.
მეტი

2026 წლის „მეტ გალას” თემა ცნობილია

წლევანდელი ღონისძიების თანათავმჯდომარე ბიონსეა. კომიტეტის წევრები კი საბრინა კარპენტერი, Doja Cat, ლისა, სემ სმითი და ტეიანა ტეილორი იქნებიან.
მეტი