ნიკი მინაჟმა ახალი ტრეკი  Last Time I Saw You გამოუშვა

მინაჟმა ტრეკი თავდაპირველად ინსტაგრამზე დააანონსა. მან სინგლის მონაკვეთი გააზიარა, რასაც ფანების დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

ნიკი მინაჟი ახალი ტრეკით დაბრუნდა. პირველ სექტემბერს არტისტმა ფანებს ახალი სინგლი Last Time I Saw You გაუზიარა.

მინაჟმა ტრეკი თავდაპირველად ინსტაგრამზე დააანონსა. მან სინგლის მონაკვეთი გააზიარა, რასაც ფანების დადებითი გამოხმაურება და აქტიურობა მოჰყვა. მოგვიანებით მინაჟმა პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი) თაყვანისმცემლებს პოსტის მეშვეობით მიმართა „მიხარია, რომ ტექსტი მოგეწონათ. ჩემი საყვარელი ნაწილი ტექსტის ბოლოშია, დაახლოებით 30 წამი. მოუთმენლად ველი, როცა მთლიან ნამუშევარს გაგიზიარებთ“ – აღნიშნა რეპერმა.

ნოემბერში მინაჟი მეხუთე სტუდიურ ალბომს, სახელწოდებით  Pink Friday 2 გამოსცემს.  Pink Friday 2  არტისტის პირველია ახალი ალბომი იქნება მას შემდეგ, რაც 2018 წელს Queen გამოუშვა.  Queen აერთიანებს მინაჟის ისეთ ჰიტებს, როგორებიც არის Chun Li, Good Form და Barbie Dreams. 

მოუსმინეთ ნიკი მინაჟის ახალ ტრეკს – Last Time I Saw You: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

 „მოზაიკის ეფექტი“  – Vinda Folio-მ ახალი EP წარადგინა

შემდეგი სტატია

Imagine Dragons-ის კონცერტი საქართველოში

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი