წინანდლის ფესტივალი მეხუთე საიუბილეო სეზონით გაიხსნა

ფესტივალი წინანდლის ისტორიულ მამულში თერთმეტი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 10 სექტემბერს დაიხურება.
წინანდლის ფესტივალი


2023 წელს „წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი“ მეხუთე, საიუბილეო სეზონს აღნიშნავს. სწორედ ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც  Silknet-ის მხარდაჭერით წინანდლის ისტორიულ მამულში ფესტივალი დაარსდა და ამ დროის განმავლობაში ღონისძიების ფარგლებში მსმენელმა კლასიკური მუსიკის გამორჩეული ვარსკვლავების შესრულება იხილა. წელს, 31 აგვისტოს, წინანდლის ისტორიულ მამულში, ტრადიციისამებრ ფესტივალი შთამბეჭდავი პროგრამით გაიხსნა. 10 სექტემბრის ჩათვლით, წინანდლის ფესტივალი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს არაერთ საინტერესო კონცერტს შესთავაზებს. 

31 აგვისტოს, პირველ საფესტივალო დღეს მსმენელის წინაშე დირიჟორი ჯანანდრეა ნოზედა და პიანისტი იეფინ ბრონფმანი წარდგნენ. მათ აკომპანირება პან-კავკასიურმა ახალგაზრდულმა ორკესტრმა გაუწია. კონცერტზე შუმანის და ჩაიკოვსკის ნაწარმოებები შესრულდა. ფესტივალზე ჯან ანდრე ნოზედას ამ ფორმით მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გარდა იმისა, რომ ნოზედა მსოფლიო კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფიგურაა, იგი წინანდლის ფესტივალის და პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის მუსიკალური დირექტორიც არის. 

რაც შეეხება პან-კავკასიურ ორკესტრს, ეს არის ორკესტრი, რომელიც რეგიონის შვიდი ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უკრაინა, ყაზახეთი, თურქმენეთი) ახალგაზრდა მუსიკოსებს აერთიანებს. როგორც დავით საყვარელიძე აღნიშნავს, ორკესტრის შექმნის იდეა ახალგაზრდა თაობის ერთიანობაა, რაც კლასიკური მუსიკის სცენაზე ქვეყნებს შორის მეგობრობისა და მშვიდობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. 

როგორც „სილქ როუდ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და წინანდლის ფესტივალის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი Euronews Georgia-სთან საუბრისას აღნიშნავს, ფესტივალმა დაარსებიდან დღემდე დიდი რეპუტაცია მოიპოვა და დამსწრე აუდიტორია ყოველწლიურად იზრდება.

გიორგი რამიშვილი:

„წლიდან წლამდე იზრდება ჩვენი აუდიტორიის რიცხვი, როგორც ადგილობრივი მსმენელის, ასევე უცხოელი სტუმრების. მინდა გავიხსენო და აღვნიშნო უწმინდესი და უნეტარეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, რომლის ლოცვა კურთხევითაც დაარსდა ეს ფესტივალი. მინდა ასევე ფესტივალის მთელ გუნდს გადავუხადო მადლობა. ცალკე მინდა აღვნიშნო ჯან ანდრეა ნოზედა, წინანდლის ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელი. მსურს, მადლობა გადაუხდაო იმ ადამიანებს,  ვინც პან-კავკასიური ორკესტრის მონაწილე ახალგაზრდა მუსიკოსების შერჩევის პროცესში იყო ჩართული. ამ ახალგაზრდების და მსოფლიო კლასიკური მუსიკის ვარსკვლავების კომბინაციით, წინანდლის ფესტივალზე მსმენელი უმაღლესი ხარისხის კონცერტებს დაესწრება.“ 

Euronews Georgia-სთან საუბრისას ფესტივალის ხუთწლიანი ისტორია წინანდლის ფესტივალის დირექტორმა, დავით საყვარელიძემაც შეაფასა. 

„ამ პერიოდმა ძალიან სწრაფად გაიარა და მგონია, რომ პირველი წელია. ისევ ისევ ვღელავ, როგორც პირველ დრეს. მინდა ჩემს კოლეგებს და მეგობრებს ფესტივალის ასეთი წარმატებული ხუთი წელი მივულოცო.“ –  ამბობს დავით საყვარელიძე. 

წინანდლის ფესტივალი 11 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 10 სექტემბერს დაიხურება. ყოველი საფესტივალო დღე პროგრამით და მასში მონაწილე ქართველი თუ საერთაშორისო სახელებით არის გამორჩეული. 

წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის პროგრამას გაეცანით ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Imagine Dragons-ის კონცერტი საქართველოში

შემდეგი სტატია

Rammstein-ის ტილ ლინდემანი სექსუალური ბრალდებისგან თავისუფალია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი