Rammstein-ის ტილ ლინდემანი სექსუალური ბრალდებისგან თავისუფალია

„მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მოუთმენლად ელოდა გამოძიების დასრულებას.”
ტილ ლინდემანი
Jens Kalaene/picture alliance via Getty Images

Rammstein-ის სოლისტი ტილ ლინდემანი ოფიციალური ბრალდებისგან თავისუფალია მას შემდეგ, რაც ბერლინის პროკურატურამ მის მიმართ აღძრული სექსუალური ძალადობის საქმის გამოძიება მტკიცებულებების ნაკლებობის გამო დაასრულა. 

საქმე ივნისში დაიწყო. გერმანელი პროკურორები ტილ ლინდემანზე გამოძიებას აწარმოებენ მას შემდეგ, რაც ინდუსტრიულ მეტალ ბენდ Rammstein-ის სოლისტი არაერთმა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ ძალადობაში. 

ერთ-ერთი ქალი BBC-სთან საუბარში ამბობდა, რომ მაისში იგი მომღერალთან სექსუალური ურთიერთობისთვის აიყვანეს. იგი ამტკიცებდა, რომ მის სასმელში ნარკოტიკი გაურიეს, თუმცა აღნიშნავდა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არ ყოფილა. 

თავად ლინდემანი აღნიშნულ ბრალდებებს მუდმივად უარყოფდა. 60 წლის მუსიკოსის ადვოკატები საჩივრებს „გამონაკლისის გარეშე ტყუილს” უწოდებდნენ.

ამჟამად კი ლინდემანი ყველა ბრალდებისგან განთავისუფლდა. „გამოძიების შედეგად, მოწმეების მიერ გაკეთებული განცხადებები არ დადასტურდა,” – ნათქვამია პროკურატურის პრესრელიზში.

პროკურატურის გადაწყვეტილების შემდეგ ლინდემანმა სოციალურ მედიაში მოკლე პოსტი დაწერა: „მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მოუთმენლად ელოდა გამოძიების დასრულებას.”

როცა თვის დასაწყისში მუსიკოსის დადანაშაულების ტალღა დაიწყო, ბენდის წევრებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც გმობდნენ ყველანაირი ტიპის ძალადობას და ამბობდნენ, რომ ბენდის ფანები თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ, როგორც სცენის წინ ასევე მის მიღმა. ამასთანავე, ბენდი ფანებს სთხოვდა, რომ წინასწარ ნუ განსჯიდნენ მათ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

წინანდლის ფესტივალი მეხუთე საიუბილეო სეზონით გაიხსნა

შემდეგი სტატია

„Billboard საქართველოს“ ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 4 – დრეიკი

დრეიკი, რომელიც 2000-იან წლებში არც ისე დამაჯერებელი მემკვიდრეობიდან გამოჩნდა, რათა 2010-იანების უდიდესი რეპერი გამხდარიყო, საბოლოოდ ეპოქის უდიდეს პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი