Sia-ს ახალი სინგლი Gimme Love და მომავალი ალბომი Reasonable Woman

რვა წლიანი პაუზის შემდეგ ეს არტისტის პირველი სოლო ალბომი იქნება.
Sia
Sia

13 სექტემბერს Sia-მ ახალი სინგლი Gimme Love გამოაქვეყნა.

სიმღერა Sia-ს ალბომ Reasonable Woman-ში შევა, რომელიც მუსიკოსის თქმით 2024 წლის  გაზაფხულზე  გამოვა. 

Sia-ს ბოლო სტუდიური ალბომი This Is Acting  2016 წელს  გამოიცა, რომელსაც 2017 წელს საახალწლო ალბომი Everyday Is Christmas მოჰყვა, 2021 წელს კი არტისტმა საუნდტრეკების ალბომი Music (Songs From And Inspired By The Motion Picture) ჩაწერა.

The Reasonable Woman-ის გარეკანზე ნარჯისფერ კოსტიუმში გამოსახული ქალია, რომელსაც სახე და ხელები ზოლებით აქვს დაფარული, თუმცა ეს გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან არტისტი ხშირად მალავს სახეს. სინგლის Gimme Love-ის ვიდეო-კლიპშიც არტისტის სახე არ ჩანს.

ნახეთ ვიდეო-კლიპი Gimme Love

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 30 სექტემბერს მე-10 საიუბილეო სეზონს ხსნის

შემდეგი სტატია

კანიე უესტს ყოფილი თანამშრომელი უჩივის

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი