ფეხმძიმობის მოულოდნელი გართულების შემდეგ კორტნი კარდაშიანს, როგორც ჩანს, მეუღლესთან სულ უფრო მეტი დროის გატარება სურს. ინსტაგრამის პოსტში კარდაშიანმა ტრევის ბარკერის ვიდეო გააზიარა და დაწერა: „ჩემი ქმარი მენატრება.” Blink-182-ის დრამერმა კი პოსტი თავის ინსტაგრამზე გადააზიარა ტექსტით: „ჩემი ცოლი მენატრება.”
ამჟამად Blink-182 მსოფლიო ტურნეში იმყოფება. თუმცა ევროპაში ყოფნის დროს ბენდმა ტურნე დროებით შეაჩერა, რადგან ბარკერს „გადაუდებელი საოჯახო საკითხის” გამო სახლში დაბრუნება მოუწია. ერთი კვირის შემდეგ კორტნი კარდაშიანმა დეტალები ინსტაგრამზე გააზიარა, სადაც წერდა, რომ მისი და ბარკერის მუცლადმყოფი შვილის გადასარჩენად სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.
„სამუდამოდ მადლიერი ვარ ჩემი მეუღლის, რომელმაც სასწრაფოდ დატოვა ტურნე, რომ ჩემ გვერდით ყოფილიყო საავადმყოფოში და ოპერაციის შემდეგაც ჩემზე ეზრუნა,” – წერდა კარდაშიანი. „როგორც ადამიანი, რომელსაც წარსულში სამი ძალიან მარტივი ფეხმძიმობა ჰქონდა, არ ვიყავი მზად ასეთი შიშისთვის. არ მგონია, რომ ვინმემ, ვინც მსგავს სიტუაციაში არ ყოფილა, შეძლოს ამ გრძნობის გაგება. ახლა უკვე სრულიად სხვა წარმოდგენა და პატივისცემა მაქვს იმ დედების მიმართ, ვისაც თავიანთი შვილებისთვის ფეხმძიმობის დროს მოუწიათ ბრძოლა.”
Blink-182-ის ტურნე ევროპაში გრძელდება. ჯგუფი კონცერტებს გერმანიაში, ნორვეგიაში, იტალიაში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში გამართავს. ოქტომბერში კი აშშ-ში დაბრუნდება.