ბრიტნი სპირსი პოლიციას მისი შემოწმების გამო აკრიტიკებს

„ჩემს საკუთარ სახლში ვიჩაგრები,” – წერს მომღერალი.
ბრიტნი სპირსი
Image Group LA/Disney Channel via Getty Images

ბრიტნი სპირსი პოლიციას მისი შემოწმების გამო აკრიტიკებს. სამართალდამცველებმა სპირსი მას შემდეგ შეამოწმეს, რაც მომღერალმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საკუთარ სახლში დანებით ცეკვავდა. 

„პოლიციელები სახლში მომადგნენ და მითხრეს, რომ არ წავიდოდნენ, სანამ არ დამელაპარაკებოდნენ,” – დაწერა მომღერალმა ინსტაგრამზე.

ვიდეომ, რომელშიც მომღერალი ორი დიდი დანით ცეკვავს, სპირსის ფანების შეშფოთება გამოიწვია. შედეგად, პოლიცია მომღერლის სახლში მივიდა, რათა მის უსაფრთხოებაში დარწმუნებულიყო. მოგვიანებით სპირსმა ახსნა, რომ დანები ხელოვნური იყო.

„ჩემს საკუთარ სახლში ვიჩაგრები ამდენი ხანია… საკმარისია!” – წერს სპირსი. 

მომღერლის პოსტს თან ახლავს ფოტო, რომელშიც ბალეტის მოცეკვავე დანების წვერებზე დგას.

ნახეთ ბრიტნი სპირსის ინსტაგრამის პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დონალდ ტრამპი ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის სავარაუდო რომანს ეხმაურება

შემდეგი სტატია

თბილისში მცხოვრები უკრაინელი მუსიკოსის ახალი ალბომი და სოციალური პროექტი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 4 – დრეიკი

დრეიკი, რომელიც 2000-იან წლებში არც ისე დამაჯერებელი მემკვიდრეობიდან გამოჩნდა, რათა 2010-იანების უდიდესი რეპერი გამხდარიყო, საბოლოოდ ეპოქის უდიდეს პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი