ჯეიდა პინკეტ სმითის თქმით, ის და უილ სმითი ურთიერთობის მოგვარებას ცდილობენ

ცოტა ხნის წინ უილ სმითმა თქვა, რომ ჯეიდას წიგნმა იგი გამოაღვიძა.
უილ სმითი და ჯეიდა პინკეტ სმითი 2022 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე
Mike Coppola/Getty Images

უილ სმითთან ურთიერთობის შესახებ სენსაციური ინფორმაციის გამჟღავნებიდან ერთი კვირის შემდეგ ჯეიდა პინკეთ სმითმა The Today Show-სთან ინტერვიუში თქვა, რომ წყვილი შერიგებასა და ურთიერთობის გაჯანსაღებაზე მუშაობს. 

„არ არსებობს სხვა დიდი სიყვარულის პოვნა და ჩემი აზრით, ეს არის მთავარი. ახლა ღრმა გაჯანსაღების სივრცეში ვართ და კონცენტრირებული ვართ ჩვენ შორის ურთიერთობის მოგვარებაზე.”

წინა კვირას, საკუთარი წიგნის პრეზენტაციისას პინკეტ სმითმა გაამჟღავნა, რომ ის და უილ სმითი ბოლო შვიდი წელია ცალ-ცალკე ცხოვრობენ და მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არ განქორწინებულან, უკვე დიდი ხანია, რაც ერთად აღარ არიან. თუმცა საზოგადოებაში მაინც ერთად ჩნდებოდნენ. 

„ქაღალდზე განქორწინება არ არსებობს. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ ურთიერთობა აღვადგინოთ. მე მქონდა ძალიან კონკრეტული შეხედულებები, რაც მბლოკავდა, რომ უილი დამენახა ისეთი, როგორიც ის არის. ის ვერ იქნება იდეალური ქმარი. მე უნდა შევძლო მისი ისეთ ადამიანად მიღება, როგორიც არის. ის მე მიღებს ისეთად, როგორიც მე ვარ.”

New York Times-თან ინტერვიუში პინკეტ სმითმა თქვა, რომ ერთ-ერთი, რამაც უილ სმითის კრის როკთან კონფლიქტის დროს დაშოკა, იყო, როცა სმითმა დაიყვირა: “ჩემი ცოლის სახელს ნუ ახსენებ!” 

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში აღარ ვეძახდით ერთმანეთს ქმარს და ცოლს, მე ვთქვი: „ახლა მე მისი ცოლი ვარ. ეს არის ის, ვინც მე ვარ. ჩვენ ერთად ვართ ამაში.” 

უილ სმითმა კი Times-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ჯეიდას მემუარებმა თითქოს იგი გამოაღვიძა. „როცა ვიღაცასთან ერთად ნახევარ ცხოვრებაზე მეტი ხარ, ემოციური სიბრმავე გეუფლება და შეიძლება ძალიან ადვილად დაკარგო მგრძნობელობა დაფარული ნიუანსებისა და შეუმჩნეველი სილამაზეების მიმართ.”

ჯეიდა და უილი 1997 წელს დაქორწინდნენ. ერთი წლის შემდეგ ვაჟი ჯეიდენი შეეძინათ. 2000 წელს კი – ქალიშვილი ვილოუ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კატო კვარაცხელიამ მსმენელს საავტორო მუსიკალური ჩანაწერი გაუზიარა

შემდეგი სტატია

Tyler, the Creator-ის le Fleur-მა და Lacoste-მ ტენისის ინსპირაციით შექმნილი ერთობლივი კოლექცია წარადგინეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი