ბრიტნი სპირსის მომავალი ავტობიოგრაფიული წიგნი სახელწოდებით The Woman in Me შოკისმომგვრელ ისტორიებს მოიცავს. წიგნში პოპ-ვარსკვლავის და მომღერალ ჯასტინ ტიმბერლეიკის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებაც წერია. წყვილმა რომანი 1999 წელს დაიწყო, როდესაც ბრიტნი ჩვიდმეტი წლის იყო, ჯასტინ ტიმბერლეიკი კი თვრამეტის.
„ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო, თუმცა ტრაგედიას ვერ დავარქმევდი, მე ძალიან მიყვარდა ჯასტინი. ყოველთვის მეგონა, რომ ერთ დღესაც ოჯახს შევქმნიდით.“ – წერს გამოქვეყნებულ ნაწყვეტში ბრიტნი სპირსი.
„ეს რომ მხოლოდ ჩემზე ყოფილიყო დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ამას არასდროს გავაკეთებდი. თანაც ჯასტინი ფიქრობდა, რომ ის ძალიან ახალგაზრდა იყო მამობისთვის. დღემდე ყველაზე მეტად, ამ ამბის გამო ვიტანჯები.“ – წერს ბრიტნი აბორტის შესახებ.
ბიოგრაფიული წიგნიდან ნაწყვეტი ჟურნალ People-ში დაიბეჭდა, სადაც ბრიტნის ცხოვრების შესახებ უცნობი ფაქტები წერია.
ბრიტნი სპირსი და ჯასტინ ტიმბერლეიკი 2002 წელს დაშორდნენ. 2004 წელს ბრიტნი მოცეკვავე კევინ ფედერლაინზე დაქორწინდა და მათ ორი შვილი ჰყავთ. თუმცა, წყვილი 2007 წელს დაშორდა.
ბრიტნი სპირსის ავტობიოგრაფიული წიგნი The Woman in Me 24 ოქტომბერს გამოვა.