Grimes-ის თქმით „ტეილორ სვიფტი ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატია, რომელსაც ქვეყნის გაერთიანება შეუძლია“

თუ ტეილორ სვიფტი ოდესმე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, Grimes მზად არის მას კამპანიაში შეუერთდეს.
Grimes - ფოტო: რობინ ბექი
Grimes – ფოტო: რობინ ბექი

თუკი პოპ ვარსკვლავი ტეილორ სვიფტი ოდესმე  ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, კანადელი მუსიკოსი Grimes მას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ მუსიკოსმა ტვიტერზე (X-ზე) პოსტი გამოაქვეყნა: „ტეილორ სვიფტი ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატია, რომელსაც ქვეყნის გაერთიანება შეუძლია“. – წერს Grimes

ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკურად გამოუცდელი ცნობილი ადამიანი ოვალურ კაბინეტში შეაბიჯებს,  აღნიშნა მომღერალმა. „ტრამპი ტეილორ სვიფტის წინააღმდეგ, ეს ორი ერთმანეთისგან სრულიად საწინააღმდეგო პარალელური სამყაროებია“. – დასძინა Grimes-მა.

მიუხედავად ამისა, ტეილორ სვიფტს კანონის მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლია, რადგან აშშ-ს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მხოლოდ ოცდათხუთმეტი წლის ზემოთ არის შესაძლებელი. ტეილორ სვიფტი კი დეკემბერში, 34 წლის ხდება.

Grimes არ არის ერთადერთი ადამიანი, ვინც ტეილორ სვიფტის საპრეზიდენტო კანდიდატურას საქვეყნოდ მხარს უჭერს. თვის დასაწყისში, ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კომუნიკაციების  მართვის თანამშრომელმა განაცხადა, რომ გრემის თორმეტ გზის ლაურეატს თავისუფლად შეეძლო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.

ნახეთ Grimes პოსტი ტეილორ სვიფტის საპრეზიდენტო კანდიდატობის შესახებ:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბრიტნი სპირსი და ჯასტინ ტიმბერლეიკი 2000 წელი, ნიუ-იორკში MTV-ს მუსიკალური დაჯილდოება. ფოტო: დეივ ჰოგანი

ბრიტნი სპირსის მემუარებიდან ირკვევა, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკთან ურთიერთობის დროს, ბრიტნიმ აბორტი გაიკეთა

შემდეგი სტატია

მანიკა ასათიანი

მუსიკალური რეკომენდაციები მანიკა ასათიანისგან

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნიკი მინაჟი დონალდ ტრამპის მიერ ნაჩუქარ ხელმოწერილ ბიბლიას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საჩუქარს უწოდებს

მუსიკოსმა სოციალურ ქსელში ავტოგრაფიანი ბიბლიისა და შესაბამისი კალმისტრის ფოტო გამოაქვეყნა.
მეტი

ნიკი მინაჟის თქმით, მისი პოლიტიკაში ჩართვის მიზეზი ტრამპისადმი მიმართული „ბულინგი“ გახდა

რეპერის თქმით, საზოგადოების პრეზიდენტისადმი დამოკიდებულებაში საკუთარი გამოცდილება ამოიცნო.
მეტი

დონალდ ტრამპთან ერთად სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, ნიკი მინაჟმა საკუთარ თავს პრეზიდენტის „№1 ფანი“ უწოდა

ღონისძიების მსვლელობისას პრეზიდენტმა საჯაროდ აღნიშნა მინაჟის მხარდაჭერა მისი ადმინისტრაციის მიმართ და არტისტი „ისტორიაში ყველაზე დიდ და წარმატებულ ქალ რეპერად“ მოიხსენია.
მეტი
Moby Lindsay Hicks

Moby ხალხს მოუწოდებს: „შეწყვიტეთ იმ ნაძირალა კომპანიების მხარდაჭერა, რომლებიც მხარს უჭერენ ტრამპსა და ICE-ს“.

პროდიუსერმა და მუსიკოსმა ეს განცხადება სოციალურ ქსელში მას შემდეგ გაავრცელა, რაც მინეაპოლისის აგენტებმა ალექს პრეტი მოკლეს
მეტი

დონალდ ტრამპმა Diddy-ს შეწყალების ხელნაწერ თხოვნაზე უარი უთხრა

პრეზიდენტმა მანამდე აღნიშნა, რომ კომბსის მიერ მისი მისამართით გაჟღერებულმა კრიტიკამ რეპერის შეწყალება კიდევ უფრო გაართულა.
მეტი

ტრამპის მუქარის ფონზე ბიორკი გრენლანდიას მხარდამჭერ მესიჯს უგზავნის

მომღერალმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ გააჟღერა გრენლანდიის ანექსიის იდეა.
მეტი