თუკი პოპ ვარსკვლავი ტეილორ სვიფტი ოდესმე ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, კანადელი მუსიკოსი Grimes მას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ მუსიკოსმა ტვიტერზე (X-ზე) პოსტი გამოაქვეყნა: „ტეილორ სვიფტი ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატია, რომელსაც ქვეყნის გაერთიანება შეუძლია“. – წერს Grimes
ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკურად გამოუცდელი ცნობილი ადამიანი ოვალურ კაბინეტში შეაბიჯებს, აღნიშნა მომღერალმა. „ტრამპი ტეილორ სვიფტის წინააღმდეგ, ეს ორი ერთმანეთისგან სრულიად საწინააღმდეგო პარალელური სამყაროებია“. – დასძინა Grimes-მა.
მიუხედავად ამისა, ტეილორ სვიფტს კანონის მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლია, რადგან აშშ-ს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მხოლოდ ოცდათხუთმეტი წლის ზემოთ არის შესაძლებელი. ტეილორ სვიფტი კი დეკემბერში, 34 წლის ხდება.
Grimes არ არის ერთადერთი ადამიანი, ვინც ტეილორ სვიფტის საპრეზიდენტო კანდიდატურას საქვეყნოდ მხარს უჭერს. თვის დასაწყისში, ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კომუნიკაციების მართვის თანამშრომელმა განაცხადა, რომ გრემის თორმეტ გზის ლაურეატს თავისუფლად შეეძლო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.
ნახეთ Grimes პოსტი ტეილორ სვიფტის საპრეზიდენტო კანდიდატობის შესახებ:
In many ways Taylor Swift is the only presidential candidate who can unite the country. Trump v Swift is totally occurring in a parallel universe rn https://t.co/NMU1CVBFiw
— Grimes (@Grimezsz) October 17, 2023